The following text is not a historical study. It is a retelling of the witness’s life story based on the memories recorded in the interview. The story was processed by external collaborators of the Memory of Nations. In some cases, the short biography draws on documents made available by the Security Forces Archives, State District Archives, National Archives, or other institutions. These are used merely to complement the witness’s testimony. The referenced pages of such files are saved in the Documents section.

If you have objections or additions to the text, please contact the chief editor of the Memory of Nations. (michal.smid@ustrcr.cz)

Sergi Tabagua (* 1926)

ქვემეხზე მიმიყვანეს, არაფერი არ ვიცი, ქვემეხი რა არის ისიც არ ვიცი ტყვია არ გამისვრია

  • დაიბადა 1926 წლის 14ივლისსაბაშის რაიონის სოფ. ქვიშანჭალაში.

  • საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1942 წელს სწავლა გააგრძელა თბილისშირკინიგზის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში

  • 1942 წელს გაიწვიეს ომში ჯერ სოხუმში, შემდეგ ლაზარევსკაიაში, იქიდან კი უკრაინაში-იბრძოდა ქერჩში და სევასტოპოლში, პოლონეთსა და ბოლოს გერმანიაში.

  • ომის დამთავრების შემდეგ დატოვეს ჯარში, რადგან არ ქონდა მოხდილი სავალდებულო სამსახური.

  • 1948 წელს დაბრუნდა საქართველოში და სწავლა გააგრძელა ბათუმში, ისტორიის ფაკულტეტზე.

  • მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ბათუმში საოლქო არქივის დირექტორად.

  • 1952 წელს დაქორწინდა, ყავდა 2 ვაჟიშვილი, ორივე გარდაიცვალა

  • ასწავლის ბათუმის სხვადასხვა სასწავლებლებში ისტორიას და ხელოვნებათმცოდნეობას. არის რამდენიმე წიგნის ავტორი ომზე და ბათუმის ისტორიაზე.

  • ამჟამად ცხოვრობს ბათუმში

სერგი ტაბაღუა

ინტერ: როდის დაიბადეთ, სად დაიბადეთ, ვინ იყვნენ თქვენი მშობლები?

რესპონ: აბაშის რაიონი სოფელი, მაშინ მარნის თემი იყო, სამტრედიის იქით, სოფელი ქვიშამჭალა, 1მაისი, რიონ გარმა, რომ გადახვალ პირველი სოფელია ჩემი სოფელი, საჯავახოდან  ხიდზე, რომ გადიხარ პირდაპირ იქა ვარ დაბადებული, ცხენის წყალი და რიონი, რომ ერთდება, ისტორია არ იცით  ორპირის თქვენ, იმ პერიოდში იმ ორპირიში ეხლა რომ არის იქ იყო, სავაჭრო ცენტრი, ვანი რომა არის ახლა, ძველი ქალაქი იყო, იქ გემები შემოდიოდნენ და სავაჭრო ცენტრი იყო იქ, მერე რუსეთმა, რომ შეიერთა საქართველო, რუსეთმა რომ დაგვიპყრო, ხელშეკრულება გააფორმა, რომ საქართველო ასახლებდა ციმბირში დამნაშავეებს, ხოლო რუსეთის დამნაშავეებს  ასახლებდნენ ამ ორპირში, რეციდივისტებს, მხოლოდ რეციდივისტებს  და გამრავლება, რომ არ ყოფილიყო მათი, იქ ოპერაციას უკეთებდნენ და ვერ მრავლდებოდნენ. ზუსტად ამ ცხენისწყალის და რიონის პირას ვარ დაბადებული. ისტორია ვიცი, რომ აქ იყო სავაჭრო ცენტრი, მერე მოხდა არგონავტების შემოსვლა, ჩვენს სოფელში ამოვიდა, რიონს ამოყვა.

ინტერ: თქვენი მშობლები ვინ იყვნენ?

რესპონ: გლეხები, მამა თეოფანე ტაბაღუა, დედა ნადია გიგინეიშვილი, მიქაელის ასული.

ინტერ:თქვენ მერამდენე შვილი იყავით?

რესპონ:მე მეორე ვიყავი, სულ ოთხნი ვიყავით, უფროსი ძმა ვილიკიე ლუკში (ქალაქი რუსეთში, ფსკოვის ოლქში) გარდაიცვალა, სადაც ვომობდი მე და აქვე მოვყვები, საინტერესოა მერე რომ არ დავბრუნდე, გაწვევის, დროს მე, რომ არმიაში მიწვევდნენ, მე ფრიადებზე დავამთავრე საშუალო სკოლა და უგამოცდოდ მოვეწყვე „გეპეიში“ და როცა ფსოუ აიღეს აფხაზეთში გერმანელებმა, მამისონისა და ის პატარ-პატარა გადასასვლელები, რომ არის ისინი, რომ დაიპყრეს, შემდეგ გაწყდა ხალხი და არ იყო იოლი. ოქტომბერში დაიწყო სწავლა და დეკემბერის თვეში მოხდა ეგ ამბები, მამისონიდან გადმოვიდნენ უღელტეხილზე  და ქუთაისში ჩამოვიდნენ, მამაჩემი კოლმეურნეობაში მუშაობდა და ორნი წაგვიყვანეს და სიმაგრეები ხომ იყო,  რომ არ გადმოსულიყვნენ მამისონიდან უღელტეხილზე სიმაგრეებს ვაკეთებდით. ვთხრიდით აკოფებს და ურმები იყო იქ ათასობით ურემი, მთელი დასავლეთ საქართველოსი, კოდორის ხეობაში აქეთ ვაკეთებდით, რომ გერმანელები არ შემოსულიყვნენ. ხალხი რომ გაწყდა იქ, ორი ოფიცერი ჩამოვიდა ჩვენი პოლკიდან სადაც მე მთელი ომის განმავლობაში, 734 პოლკი იყო, დამოუკიდებელი, არავის არ ემორჩილებოდა სადაც კი გაჭირვება იყო, ჩვენ გვაგზავნიდნენ. ამ პოლკში როგორ მომიწია: „გეპეი“-ში ლექცია მიმდინარეობდა ჩვეულებრივად, დეკემბერია, ახალი დაწყებული, დაიხურა აუდიტორია, ვართ ერთი 45 სტუდენტი და შემოდის ორი, ერთს ნატყვიარით გახვრეტილი აქვს შინელი და დაგვაწყვეს, გამოგვიყვანეს, ვინც კი ისეთი იყო ფიზიკურად, გამოგვიყვანეს, სხვა აუდიტორიებიდანაც შემოიყვანეს ხალხი, ხვალ დილას ჩვენ გავდივართ, ხვალ იქ უნდა იყოთ „ვეშმეშოკებით“, მე ვუთხარი როგორ მე ხომ არ ვარ ჩაწერილი კომისარიატში, მაგრამ ხვალ დილასვე გამოგივლით მარანშიო ყველაფერი დაგხვდებათო და იმ ღამესვე დავბრუნდი,  სახლში, რომ მოვედით ვახშამი მოაწყვეს და დაბლა ოდაში, სადაც ბუხარი და ცეცხლია, დიდხანს ვიყავით სუფრაზე, მეზობლები იყვნენ, გამთენიისხანს ცოტა  წამოვწექი და დილას „ ტაჩკა“ გამოივლიდა, სად იყო მაშინ მანქანები და წაგვიყვანდა სამხედრო კომისარი და იქ უნდა დავხვედროდით თბილისიდან მომავალ ხალხს, წამოვწექი, არ დამეძინა, გამოვიხედე  და მამაჩემი ზის ბუხართან და ცრემლებს ღვრის, თურმე იმ დღეს მიღებული აქვს ველიკიე ლუკიდან ჩემი ძმის დაღუპვის ქაღალდი, დედაჩემს არ ელაპარაკება და არც ჩემს წიგნში მოხსენიებულია და გამიკვირდა ეს ვაჟკაცი კაცი როგორ ტირის მეთქი, მაგრამ ხომ არ ვკითხავდი. გამაცილეს დილას,  მეზობელმა იმ ღამეს ჩვენ, რომ დავჯექით სუფრაზე წინდა მომიქსოვა, გათენებამდე, მთელი ღამე ქსოვდა წინდას და ის წინდა არ ჩამიცვამს,  მთელი ფრონტი ვატარე და ჩამოვიტანე უკან 48 წელში ჩამოვედი, ეს იყო ჩემთვის რელიქვია. მერე მოვძებნე ჩემი ძმის საფლავი  იქ და ამან განაპირობა ჩემი ეს დარგის დისერტაცია სამამულო ომზე დავიცავი და გენ შტაბში არქივებში მთელი 6-7 წელი ვმუშაობდი მოსკოვში და გერმანიაში, წყაროები მოვიძიე და ამან განაპირობა, მერე 78 წლის დედა წავიყვანე იქ საფლავზე, კარგი კოლმეურნეობა იყო იქ და გავაკეთებინე, ძმათა სასაფლაოზე არის დასაფლავებული ცემი ძმა, 18 ქართველია დაღუპული ამ სოფელში, ესაა ყოფილი ნოვგოროდის ოლქი, ისტორიული ქალაქია. და იქ გავაკეთებინე 20-20 კაცის დიდი დაფები, კარგი მეტალის თეთრი დაფები და იქ არის 1200 კაცი დასაფლავებული. ეს პატარა სოფელი სამჯერ გადავიდა ხელიდან ხელში.  რუკას არ მაძლევდნენ იმ სოფლის რუკას და მერე ლეიტენანტს ვთხოვე და იმან მომცა, მერე ვნახე ის ვინც გამოიყვანა  ჩემი ძმა, გერმანელები ნებას არ აძლევდნენ მტრის გამოყვანის  და ჩვენები იმათ არ აძლევდნენ ნებას მათი მკვდარი წაეღოთ, ვნახე ის ქალი, მოხუცებული იყო, ვისაც მოპარვით გამოყავდა მიცვალებულები და ასაფლავებდნენ და ის ქალი უვლიდა მერე იმ სასაფლაოებს, ახლა რომ შეხვალ იქ, არის 1200 კაცის 20-20 კაციანი გაკეთებული კარგი სასაფლაო და მერე დედაჩემი წავიყვანე ვანახე, რომ ჩავდიოდი მოსკოვში, ხშირად მქონდა სამეცნიერო მივლინებები ყოველთვის იქ მივდივარ, ყოველ აღდგომას.

ინტერ: ცოლ-შვილი ყავდა თქვენს ძმას?

რესპონ: არ ყავდა.

ინტერ: რამდენი წლის იყო, რომ დაიღუპა?

რესპონ:21-22 წლის იყო, რომ გარდაიცვალა ჩემი ძმა. შეყვარებული ყავდა, მერე ის შეყვარებული ვითომ რძლად გვყავდა ჩვენ. აი ასეთი ამბავი იყო.

ინტერ:თქვენ სკოლა სად დაამთავრეთ?

რესპონ:1მაისის საშუალო სკოლა. სოფელში არის მარნის საშუალო სკოლა და 1მაისის საშუალო სკოლა. ფრიადებზე დავამთავრე და მერე წავედი თბილისში, დღევანდელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი,  მაშინ იყო რკინიგზის ინსტიტუი.

ინტერ: რომელ წელს ჩააბარეთ?

რესპონ:ჩავაბარე 42 წელში.

ინტერ: და ომში როდის წახვედით?

რესპონ:  42 წლის დეკემბერში. კალოშებით, მაშინ „ტუფლები“ ვისაც ქონდა ის მდიდარი იყო. სოხუმში, რომ ჩაგვიყვანეს იქიდან ლაზარევსკაიამდე 200 კმ-ია, ფეხით ვიარეთ.

ინტერ: როგორც სტუდენტები ისე წაგიყვანეს, უ როგორც სამხედროები?

რესპონ:როგორც სტუდენტები, ისეთ ტანსაცმელში. „ვეშმეშოკებით“ და სოხუმში, რომ ჩავედით პირველი დაბომბვა სოხუმის მაშინ იყო, მერე გადაგვიყვანეს და სტუდენტობა წაგვიყვანეს ფეხით. პოლკიდან იყვნენ ის ჯარისკაცები პერევალზე, რომ გაწყდნენ და აი იქიდან დაიწყო ჩემი ბრძოლა, ფეხით ვიარეთ კალოშები დაგვეხა, თოვლი, ჭყაპი, მაშინ რკინიგზა ხომ არ იყო, თითქმის 200კმ ფეხით ვიარეთ, დილით ჩავედით, ალბათ ღამის 2-3 საათი იქნებოდა დაგვაწვინეს და დილას გათენებული არ იყო გერმანელების თვითმფრინავები ზუოდნენ, განგაში გამოცხადდა, განგაში გამოცხადდა, გავცვივდით გარეთ, ჯერ კიდევ ნისლია, არ არის გათენებული და „ბომბარდიროვშიკები“ მოდიან, დილას რა დავინაზე პირველი, ის იყო, რომ კარგი გათენებული არ არის და აქ თავმოყრილი იყო 15, თუ 20 ათასი ვირი და ჯორი, მთელ ამიერკავკასიაში რაც ვირი და ჯორი თავმოყრილი იყო ამ ქალაქში, სულ სავსეა, ჯარზე მეტი არის ვირი, მერე მთა იწყება, კლდე და ამ კლდეზე ზარბაზნებს შლიან, ტყვიამფრქვევებს შლიან და ვირებს აკიდებენ და ნაწილ-ნაწილ ათრევენ ზევით, იქიდან გადმოდის მერე და ჩამოვა ქუთაისში პირდაპირ, ხეობაში და იმას ვამაგრებდით ჩვენ. დილით, რომ პირველი დაბომბა, მაგრამ არ მივეცით საშუალება, რომ წასულიყო, მაგრამ ბომბების ჩამოყრა, რომ დაიწყო 15-20 მეტრში ჩემი ქვემეხი სადაც იყო იქ დავარდა. ქვემეხზე მიმიყვანეს, არაფერი არ ვიცი, ქვემეხი რა არის ისიც არ ვიცი  ტყვია არ გამისვრია, იქ ხომ არ ყოფნიდა კაცი და ტყვია იწონის 15 კგ-ს და 100 გრ, ეს ყუთებში არის, ამოთხრილია, სიგ ზარბაზანია და 15 კგ-იანი ტყვია და იქ ხომ არ ყოფნის ჯარისკაცები და ჩვენ გაგვიყვანეს და დაგვაყენეს იმ ზარბაზნებთან და ყვირიან ტაბაღუა, ტაბაღუა უნდა ამეღო ტყვია ყუთიდან და უნდა მიმეწოდებინა, სამი კაცია იქ და უნდა იყოს 6 წესით. პირველად ავიღე ერთი მივეცი ორი, მარა მერე, რომ დაიბომბა და დიდი ბომბი ჩამოვარდა, დამეკარგა ყურთასმენა, ყურის ორივე აპკი გასკდა, მოვიკიდე ხელი სისხლი გამოდის და არაფერი არ მესმის, თურმე მიყვირის ტაბაღუა, ტაბაღუა, ვხედავ პირს აღებს, მაგრამ ვერაფერს ვერ ვხვდები, მერე წამიყვანეს და მიექიმეს,  საღამოს მოგვიტანეს ტანსაცმელი, სიცივე იყო, კალოშები და პალტო, კალოშებზე ამოკრული მაქვს რაღაც, ტუფლები გადავყარე, დამეხა გზაში. აქედან დაიწყო ომი, მერე  კავკასიით გადავედით კრასნოდარში, შევისვენეთ და კრასნოდარიდან  ქერჩში, ქერჩში იყო ბოლო დესანტი.

ინტერ:არ გასწავლეს იქ სამხედრო საქმე ამ შუალედში?

რესპონ:სად არის სასწავლებელი დრო, იქ არის ზაებაზნის აღწერილობა და როგორ გავარდეს და რამდენ კილომეტრზე,  თვითმფრინავებს ხმაზე ვცნობდით უკვე, რომელი თვითმფრინავია, იუნკერია, ბომბდამშენია, ხომ გადმოსცემენ იქ, რომ «идёт на ваше направление самолёт»  დავუშვათ 9, 10, 11, ან ტანკი თუ გაარღვევს წინა ხაზს, გადმოსცემენ რადიოთი, რომ მოდის და წინა ხაზი გადათელა წინახაზი და მერე ზარბაზანთან მოდის ხო, მერე ჩვენ უკან ვართ ხო და თუ შენ იმაზე მოდის, თუ არ გააჩერე იგი გადაგთელავს შენს ზარბაზანს. მერე ქერჩში ჩავედით იქ ბოლო დესანტი ვიყავით ჩვენ, მეტად საინტერესოა იქ, აი ჩვენ რომ კატარღიდან ბოლო ზარბაზანი, ქვემეხი, რომ ავაგორეთ, იმათ გასროლილ ავტომატს შეეძლო ჩვენთან კაცი მოეკლა, ისე ახლოს იყო გერმანელები წინა ხაზზე ქერჩში, ქარხანა იყო, რომელიც იმათი იყო და მერე ჩვენ ვიყავით და მერე ზღვა იყო და ჩვენ ავაგორეთ ზარბაზანი და იქიდან უკვე შაშხანამ ამ ჩემი ქვემეხი, რომელშიც 4 ზარბანი, ქვემეხია, ასეთი ბატარიებია და გადამცემები, და ასე იყრის თავს 600 კაცამდე ერთ პოლკში და დამოუკიდებელი პოლკია, ქერჩში იყო გაჭირვება და იქ გადაიდა, ზამთარია,  მშივრები ვართ, დილით, საჭმელს, რომ ჭამდი ფიქრობდი სადილობამდი, როდის მოიტანდნენ სადილს, 400 გრ პური, თუ წინა ხაზზეა შეიძლება გამოგზავნილი კაცი პროდუქტით მოკლან გზაზე და ეგ არ მოგვიგვა, მესამე დგეს მოგვივა ეგ საჭმელი, “სილიოდკა” მოგვიტანეს, იშოვა და ის დაგვირიგეს, ალბათ რაღაცა გატეხა, წინა ხაზზე მოიპარა და გავხელდით წყურვილით, ქარია საშინელი, ეს სილიოტკა ნაჭამი, სადღაც ნადავლ ნაშოვნი ბლომად დაგვრიგა ეს სილიოტკა და პური პატარა და დავეტანეთ, შევჭამეთ და გაგვახელა წყურვულმა, წყალი არ არის, ჩამდგარი წყალი იყო და იმას ვსვავთ, მერე გამოვყავით ერთი სალდათი და გავგზავნეთ სადღაც წყლისათვის, რომ ჩვენს წინა ხაზში იყო “შტაფნიკები”, ეს იყო ვინც დააშავებდა რამეს ზურგში, იმის პოლკი დგებოდა ცალკე და ის იყო წინა ხაზზე, ანუ ჩვენსა და გერმანელებს შორის ესენი ჩააყენეს, ასეულილ ჩააყენეს და თავზე ხელარებული, რომ იცის, რომ უნდა მოკვდე იქ, ჩვენ ზარბაზანს ვისვრით, მარა ისინი შეტევაზე უნდა გადავიდნენ. წი გერმანელები არიან. ღამეა, სშინელი ქარი, თოვლშხაპია, ამ “შტრაფნკების” მერე გერმანელები არიან თვითონ და  მოვიდა ცნობა, რომ იქ რაღაც ჭაა, ქარხანამდე და გაგზავნეს ერთი, არ მოვიდა ის კაცი, მეორე გაგზავნეს, ალბათ მოკლეს ან ჭაში ჩააგდეს, მეორემ მოიტანა წყალი და რომ ვსვამ კაცო რაღაცნაირია, თურმე სისხლიანია წყალი. მეორე დღეს, როცა გადავედით შეტევაზე, ქერჩის აღების დროს, როცა შეტევა იწყება ერთი 20-30 გასროლა ქვემეხის ხდება, ხანდახან 40 ან 60, ბერლინში, რომ დაიწყო შეტევა 55 გასროლა მოახდინე, აქ  30 გასროლა მოვახდინე და 35 გასროლის მერე ქვემეხი უნდა გააჩერო თორემ ლულა ცხელდება და სკდება. გამთეენიის ხანს დავიწყეთ სროლა და შევედით ქერჩში, მაშინ ქერჩში ვერ გაბედა ხელცართულ ბრძოლაში გერმანელებმა და დატოვეს,  მარა რა თბილი ოთახები, საჭმელი, სასმელი ასე აი, კარგი კონსერვები.  ყვირის ოფიცერი: არ ჭამოთ და არ დალიოთ არაფერიო! რა არ ვჭამოთ, მშივრები ვართ (იცინის). იქიდან სიმფეროპოლამდე ვსდიეთ.

ინტერ:ეს რომელი წელია?

რესპონ:ეს 44 წელია, არა 43 წელი. ახლა გამოვა ჩემი სტატია გაზეთში, ახლა ხომ ვიყავი სევასტოპოლში, მიწვეული ვიყავი და სტატია დავწერე. სიმფეროპოლი, რომ ავიღეთ, სიმფეროპოლიდან სევასტოპოლში უკვე დიდი ოპერაციებისთვის ვემზადებით, ჩვენ უკვე აღარ გაგვიშვეს სევასტოპოლში, ეშალონი ჩამოდგა და ბრძანე გაეცა დაგვეტვირთა რკინიგზა და იქიდან ბელარუსიაში, ვიტევსკში გაგვიშვეს, შეუჩერებლად მიდიოდა ჩვენი ეშალონი, ერთი 4 ადგილას გაჩერდა ვიტევსკამდე, იმხელა გზაა. იქ 35 ათასი გერმანელი იყო წრეში მომწყვდეული, ისინი უნდა გაენადგურებინათ და შეტევა უნდა დაწყებულიყო, მერე ვარშავის შეტევა უნდა დაწყებულიყო, ამიტომ ჩვენ მოგვხსნეს აქედან და გადაგვისროლეს იქით. გზაში ერთი სასაცილო ამბავი მოგვიხდა, ჩვენი გადასვრის დროს ლაზარევსკაიაში გამოგვაკლდა ხალხი და ვერ ვიპოვნეთ, რომ გადავედით კრასნოდარში, ქალების დანაკლისი მივიღეთ, სიმფერეპოლიდან ხომ მოვდიოდჲტ გაუჩერებლად და ერთ-ერთ დიდ სადგურში შევდივარ წყლის ასაღებად, პოლკმა წყალი ხომ უნდა აიღოს, რომ საჭმელი გააკეთოს, მთელი პოლკი მიდის, ორ ეშალონში განვთავსდით, ღია ვაგონებში ზარბაზნები მიმართული გვაქვს, გზაში თვითმფრინავი, რომ გამოჩნდეს მოქმედებშია, ხომ უნდა ვესროლოთ იმას, რომ ეშალონი არ გამოიყვანოს წყობიდან, ორი ეშალონით ხომ მივდივართ და ერთ-ერთი, ჩემს წინ რომ მიდის, წყლის ასაღებად საჭმელი, რომ გააკეთოს, “კუხნა” ეშალონზე, საჭმელი, რომ გვაჭამონ, ჩვენი წინა ეშალონი დაგვხვდა, სადაც ჩვენი ქალები იყვნენ და მიათრევდნენ წყალს, “შტრაფნოი” პოლკი დაგვეწია კიდევ უკან და ისენი, ხომ თავზეხელაღებული ხალხია და რომ დაინახეს ქალები, პოლკის მეთაური გამოვიდა და “პულიმიოტები” მოიყვანეთ მზადყოფნაშიო, ახლა ამათ უნდა მივხედოთო, ჩვენი ქალები შეათრიეს შიგნით იმ ვაგონებში, მაგრამ ჩვენ ავკრიფეთ ის ქალები ჩვენ ვაგონში, არ იყვნენ ბევრნი ცოტა იყვნენ. იქ მოგვიწია ზამთარმა, 27 გრადუსი ყინვაა, 6 დღე საჭმელი არ მოგვსვლია, ალყა რომ არის შემორტყმული, გერმანელებს ხომ ალყა აქვთ და მერე გერმანელების ნაწილმა ჩვენ შემოგვარტყეს ალყა და 6 დღე ვიყავით ალყაში. საჭმელი ვერ მოიტანეს, მერე ერთმა სადღაც მოიპარა გაყინული კარტოფილი, 6 დღე და ღამე საჭმელი არ მოგვსლია, გაყინული კარტოფილი მოიტანა, ჭიდან არის ამოსაღები წყალი, ჩვენ გვაცვია შუბები, შინელი, მერე შუბა და “ვალინკები”, მოიტანეს მანქანით და ჩვენს პოლკში გადმოაგდეს ერთი ტომარა კართოფილი, 3 კარტოფილი შეგვხვდა თითოს, ახლა გაყინულია კარტოფილი, გვასწავლეს მერე, ამოიდეთ იღლიაში და ამოვიდეთ იღლიაში და გათბებოდა და პატარ-პატარაზე ვჭამდით, მეორე დღეს მოვიდა საჭმელი. ვიტევსკში დავამთავრეთ ბრძოლა და ვიტევსკიდან ვარშავაში, ვარშავის აღება მოინდომა, ჩვენს რიგებში ხომ იყო პოლონეთის არმია,  მაგრამ ვარშავის რომ აჯანყება დაიწყო გერმანელების წინაარმდეგ იქ მეორე გენერალი ხელმძღვანელობდა და ჩვენ არმიას არ ემორჩილებოდა, დამოუკიდებელი არმია იყო და აჯანყება, რომ მოხდა, ამან არ მოინდომა  საბჭოთა კავშირის დახმარება ჩვენი ერთი არმია იყო მთელია არმია ჟუკოვის ფრონტს ემორჩილებოდა და მეორე იყო გერმანელების  არმია, იქ შეიქმნა ჩვენ დამოუკიდებლად და იმათ მოინდომეს ვარშავაის აღება გერმანიის წინააღდეგ და მათ არ მოინდომის სტალინის დახმარება და გერმანიამ გაანადგურა ისინი. რომ გავიარეთ ვარშავაში არაფერი დატოვეს იქ. გააცამტვერეს გერმანელებმა, ჯერ იქ უნდა მიგვეღო მონაწილეობა და მერე უნდა შევსულიყავით პოზნანში და იქ ალყაში მოაქციეს გერმანელები, 35 ათასი იყო აქ და იქ იყო 15 ათასი, რჩეული არმია, პოზნანის შემდეგ არის ოდერი, ოდერზე მზადდებოდა ბერლინის შეტევა, იქ უნდა მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ იქიდან გადაგვისროლეს ვიტევსკიდან იქ იყო გაჭირვა, ვარშავაში მონაწილეობა არ მიგვიღია ჩვენ, მაგრამ მთელი ვარშავა მიწასთან გაასწორეს, რომ გადავედით იქიდან საჭმელ-სასმელი იყო, წავიდოდა ჩვენი “სტარშინა” სადღაც სოფელში, ორ-სამ სალდათს თან წაიყვანდა, ძროხას წაართმევდნენ ვინმეს, ტყვიას ესროდნენ, მოიტანდნენ და იყო სასმელი, საჭმელი. ვარშავის მერე არის პოზნანი. პირველი მსოფლიო ომში პოზნანი პოლონეთის იყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანია ხომ დამარცხდა და გერმანელებმა ეს ქალაქი ადრე დაიპყრო და პოლონელები გაასახლა აქედან და თვითონ დასახლდნენ, ახლა გერმანელებს ასახლებდნენ და გადასახლება მოგვიწია ჩვენ ამ გერმანელების. როგორც კი გადმოვედით და როგორც კი შევედით პოზნანის გარეუბანში, გადმოსცეს, მაშინათვე ბრძანება იყო დაიწყეთ შეტევაო, ომის შემდეგ 5-ჯერ ვიყავი იქ და უკვე ვერ ვიცანი სად ვიყავი, ისე სწრაფად გააშენეს, მერე აქედან გერმანელები გაასახლეს, გადაასახლეს  და მოგვიწია ჩვენ ამის პატრონობა, ამის ორგანიზება ჩვენ მოგვიწია და მერე დაიწყო  მზადება ოდერზე, იქიდან გადაგვისროლეს კიუსრელი ქალაქია ასეთი, ოდერის გაღმა გერმანიის ქალაქია, პლაცდარმი დავიკავეთ წინა ხაზზე ჩვენმა ჯარმა, ჟუკოვის ხელმძღვანელობით, 17 პონტოს ხიდი გაკეთდა, ის ხიდები ყველა რაც იყო, დაბომბილი იყო. ამის დასაცავად გადაგვისროლეს ჩვენ პოცდანიდა. ჩვენ შეგვეძლო თვითმფრინავებზე გვესროლა, შეგვეძლო ტანკებზე გვესროლა, 56 კმ კიუსრიდან ბერლინამდე, 17 პონტოს ხიდია გაკეთებული და საჰაერო თავდაცვა ჩვენ დაგვევალა და ყოველ 200 მ ქვემეხები დგანან და გერმანელებმა ზუსტად მაშინ გამოიყენეს პირვლად მეორე მსოფლიო ომში უპილოტო თვითმფრინავები, ბერლინში გარეუნბანში იყო ეს თვითმფინავების ასაფრენი, მისცემდნენ ხაზს, რომელი ადგილზე უნდა დაეცეს და ზუსტად პონტოს ხიდზე ჩვენ ეს თვითმფრინავები უნდა ჩამოგვეგდო, რომ პონტოს ხიდი არ აეფეთქებინათ. კიდე ერთი მომენტი, პოლკის ჭირდებოდა საჭმელი და ძროხა უნდა მოეტანათ, მარტო ხომ არ წავიდოდა, ერთი ქვემეხზე ვიყავით 7-8 კაცი, 3-4 ჭირდებოდა, რომ წაეყვანა და გარეუბანში ან სადმე სოფელში სადაც არ იყო ფრონტის საშიშროება უნდა მოეყვანათ ძროხა,  მე მომიწია წასვლა. ჩემი ზარბაზნის, ქვემეხის, ქვემეხზე ვართ 8კაცი, 7 კაცი “სალდათი” და ერთი კამანდირი, სულ 200 კაცი ვიყავით. გაგვიშვეს, დილას უკვე მზად უნდა იყოს საჭმელი და რომ წავედით აქ ხო დარჩნენ 4 კაცი, მათ შეეძლოთ მომავალ ტანკზე ესროლათ, მაგრამ თვითმფრინავს ვერ ესროდნენ. რომ გამოუშვეს ეს უპილოტო თვითმფრინავი, რომელსაც გარეუბნიდან უშვებდნენ, მოვედი და ვნახე ჩემი ზარბაზნის ლულა აღარ არის, ნახევარი გადატეხილი და ვინ დარჩებოდა იქ ცოცხალი, ასე გადავრჩით. ეს მეორეჯერ იყო, პირველად სიმფეროპოლში გადავურჩი სიკვდილს, იღბალი მქონდა ალბათ. გეტყვით რა მოხდა სიმფეროპოლში, დილას მოაგორეს ახალთახალი ქვემეხი, გავწმინდეთ, მიწურში დგას ნახევარი მეტრი ეს ზარბაზანი და უნდა ამოაგორო და ახალი ჩააგორო და ახალით დაიწყო სროლა, გადავრჩი. შეტევა დაიწყო აპრილის თვეში. ჟუკოვმა, რომ ახალი გამოიგონა ის ახალი ტაქტიკა არმიის არცერთ ფრონტზე არ იყო პროჟექტორები, ჩვენი ბატარიის ზონაზე ორი დააყენეს, სამ ღამეს არ გვეძინა, რომ ვემზადებოდით, ბერლინის შეტევა სანამ დაიწყებოდა, პირველად ჟუკოვნა მოსატყუებელი შეტევა დაიწყო, ჭკვიანი კაცი იყო და ამ შეტევაზე მთელი ძალებით წამოვიდა გერმანია ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ მოსატყუებელი იყო ეს, მთავარი ძალები არ ჩაბმულა ომში, ამიტომ 3 დღედა ღამე არ გვეძინა, როდის დავიწყებდით ბრძოლას ვართ 3 დღე და ღამე არ გვეძინა ჩვენ, როდის დავიწყებთ ბრძოლას ველოდებოდით, ტყვიით ხელში ვართ 3 დღე და ღამე, მოტყუებით ისინი გადმოვიდნენ შეტევაზე, იგი მოვიგერიეთ, ხოლო დიდი საარტილერიო მზადება დავიწყეთ გათენებამდე 2 საათით ადრე და ჩვენ 35 გასროლა მოვახდინეთ, ორჯერ შევაჩერეთ, რომ ზარბაზნის ლულა არ გამსკდარიყო, განათდა ეს პროჟეკტორები, 800 პროჟეკტორი იყო და მთავარ ცენტრში მომიწია ბრძოლა, დროშას საპატიო “ყარაული” იცავს და მე მომიწია იმ ღამეს, იმ ღამეს იყო ჟუკოვის სხდომა, მეორე დღეს უნდა დაწყებული შეტევა, მეორე დღეს დაიწყო შეტევა, განათდა ესა და გადევიდა ტანკებით, მაგრამ ჩვენ პიდაპირ ვარშავა-ბერლინის გზით ვერ შევედით ბერლინში, მთელი რაც კი კარგი ჯარის ნაწილები ყავდათ, გესტაპო და არმიები აქ არის. აი გზა დავუშვათ ბათუმიდან ქობულეთამდე, აი ამ გზის ოდენობამდე ამაღლებული ადგილია ბერლინამდე, გერმანელები მაღლა იყვნენ, ჩვენ დაბლა, ვერ ავიღეთ ის ადგილი და შემოვლითი ადგილი, სხვა ადრე შევიდა ჩვენზე, ჩვენ გვიან შევედით და ამ გზით მოვედით ბერლინში და ამ დროს გადავიღეთ სურათი და 10 მაისს, დილას გამთენიის დროს მაშინ რომ მოეწერა ხელი კაპიტულაციას, ჩვენ ზარბაზნებთან მომზადებული ვართ, რომ შეტევაზე უნდა გადავიდეთ, კომენდანტია დანიშნული, მაგრმ ჩვენ ქვემეხებზე ვართ, ჩვენს გვერდზე ქვემეხებია, ტანკები, უამრავი დამტვრეული, აფეთქებული, ჩვენ მზად ყოფნაში ვართ მაინც, მოჩვენებითად ხომ არ ნებდენა მტრის ჯარი და ყვირის ამ დროს პოლკის მეთაური: “ტრევოგა!”, განგაშია და ჩვენ გვგონია რომ მტრის ჯარი მოდის, თავდასხმაა და ამ დროს ისმის „победа!“ და დავიწყეთ სროლა და რაც ჩვენ გვქონდა ზარბაზნის ტყვიები სულ გავათავეთ, განგაში ატყდა ისევ, გერმანელების ყველა არმია, ხომ არ დანებდა და ჩრდილოეთში მყოფმა არმიამ გააღვია წინა ხაზი და მოდის ისევ, მოემზადეთო და სადღაა ტყვია ყველა გასროლილი გვაქ და ჩვენს გვერდზე ნაწილები იყო და იმათ არ მოუშვეს ჩვენამდე თორემ გადაგვთელავდა ჩვენ.

ინტერ:სიმფეროპოლში როგორ გადარჩით?

რესპონ:სიმფეროპოლში შემთხვევით. სიმფეროპოლი, რომ ავიღეთ, იქ იყო ტანკ საწინააღმდეგო რაღაცეები გათხრილი, გერმანელებს გაუთხრიათ ტანკის საწინააღმდეგო თხრილები, ისეთი ღრმა იყო, რომ ტანკი ვერ გადმოვიდოდა, ჩავარდებოდა, ვერ ამოვიდოდა და 200-300 მეტრში “კუხნა” ჩავაყენეთ ჩავაყენეთ იქ, ჩვენ აქეთ ვართ, იქ საჭმელი უნდა გამზადდეს დილას, მე არ ვარ მორიგე, სხვაა მორიგე, ჩვენ ეს თხრილები  უნდა გავიაროთ, რომ მივიდეთ “კუხნამდე” და ავიღოთ საჭმელი, ერთი იყო, სერგეი იყო მორიგე, სერიოჟას ვეძახდით  და მთხოვა, რომ მის მაგივრად წავსულიყავი, პურს, რომ დავჭრიდით, ხო იცით, ვინც მიდიოდა იმას კანიანი ნაწილი ხვდებოდა და იმაში კალორიები მეტია და დიდი სიამოვნებით წავედი. გაფრთხილებული ვიყავით, რომ როგორც კი ქარი ამოვარდებოდა და ფრონტიდან აქეთ ჩვენსკენ წამოვიდოდა, საშიშროება იყო ქიმიური იარაღის გამოყენების,  გაფრთხილებულები ვიყავით, რომ როგორც კი ქარი წამოვიდოდა, გერმანელები რადგანაც უკვე მარცხდებოდნენ, შეიძლება ქიმიური ნაწილი საწამლავი გამოუშვას, ქიმიური ნაწილი მოვიდა ჩვენთან და მოიტანა საწამლავის ხსნარი, მტრის მიერ გამოყენების შემთხვევაში, როგორ უნდა აგვეწმინდა ქვემეხზე საწამლავი, გათენებული არ არის, “პროტივოგაზი” გვიკეთია და ხელთათმანები გვაცვია და გვასწავლეს როგორ უნდა მოვიქცეთ და გაფრთხილებულები ვართ, რომ მოსალოდნელია, რომ გერმალები სევასტოპოლის არებამდე გამოიყენებდნენ ამ ქიმიურ იარაღს, გვასწავლეს და წავიდნენ, ეს დამთავრდა და მე წავედი საჭმლის მოსატანად, ბალონი დარჩენიათ, ასაწმენდი ბალონი სპირტის, მაგრამ სპირტის ბალონი ყოფილა ტექნიკური სპირტი, საჭმელი ავიღე და მომაქვს, სანამ მე წავედი, იქ რიგირ იყო, ავიღე საჭმელი და მოვდივარ აქეთ და არ ვარ 70 მეტრში და ხროტინი მომესმა, რომ კლავენ ადამიანებს ისეთი, მოვედი და რას ვხედავ, ზოგი ზარბაზნის ლულაზეა გადაკიდებული, ზოგი “იაშიკზეა” გადაკიდული, თურმე ეს სპირტი დაულევიათ, მე რომ იქ დავრჩენილიყავი პირველი მე მომცემდნენ ქართველი თამადა ვიქნებოდი და დავლევდი ამას. გადავრჩი, მოვედი სადაა, იქ 7 კაცი ხომაა  ქვემეხში, 6კაცი  ხო დარჩა, მერე 4 ქვემეხი ხომაა ბატარეაში, მერე ყველა უფროსებს დაუძახეს, 11 კაციდან 1 გადარჩა, წაიყვანეს ყველა ჰოსპიტალში, თურმე სპირტი დაულევიათ და რას გადარჩებოდნენ.

ინტერ:1948 წლამდე რატომ იყავით?

რესპონ:იმიტომ, რომ ომის მერე სავალდებულო ჯარი მოვიხადე, ეგ ხომ არ მქონდა მოხდილი, მერე ნახეს ჩემი პირადი საქმე, ფრიადებზე მქონდა დამტავრებული, რომ ვიყავი “გეპეი”-ში პირველ კურსზე, გამომიძახეს, ჩემსავით 3 კაცი გამოიძახეს სხვა პოლკებიდან და გაგვგზავნეს ლენინგრადის სამხედრო ქირურგიულ ინსტიტუში, კარგი იყო უნივერსიტეტი იყო, ეხლა უნივერსიტეტად არის გადაკეთებული, უნდა წახვიდეთ იქო, მეთქი რამინდა ახლა იქ კიდევ სამხედრო ფორმაში, ვიფიქრე, ვიფიქრე და ჩამოვედი ბრესტში, გზაში ვიფიქრე, რასაც მიზამენ მიზამენ, უნდა დავბრუნდე ჩემს ნაწილში-თქო და დავბრუნდი უკან, დავბრუნდი ბრესტიდან, არ წავედი, მივედი, საერთოდ არც ერთი დაღვევა არ მქონია, მაგრამ 12 სუტკა მაინც მომცეს “გაობახტი”, დისციპლინა დავარღვიე, დამსაჯეს მაინც დავარღვიე წესი, 4 დღით ადრე გამომიშვეს, იქ კარგად ვიყავი “სალდათებს” მოჰქონდათ ჩემთან საჭმელი. იმის მერე ჩამოვედი 8 თვეს დავრჩით გერმანიაში, მთელი იარაღი ხომ დარჩა და გერმანიაში ხომ იყო გამოყოფილი სანადირო, სადაც ნადირობნენ და  მე როგორც ქართველი გამომყვეს უფროსად ამ იარაღის, 10 კაცი გამომიყვეს. აქ ვკლავდი ღორებს და ვუგზავნიდი ამათ. იქაც გადავრჩი, ერთი შმთხვევა იქაც იყო, პოზნანიდან ხომ იქით გადმოასახლეს, ჩემთან ერთი ჩეჩენი იყო, რომელმაც 2ჯერ მომიწყვო მოკვლის ამბავი, მაგარამ ამას ვერ გავახმაურებ. ეს ეროვნული საკითხია. დაუგავა გადის ვიტევსკში, მაშინ სევერნია დვინა იყო და გაყინული იყო ხოლო მის გაღმა კაი ფართე მდინარეა, იქით არიან გერმანელები, ჩვენ აქეთ ვართ, ჩვენი დაზვერვაა ეს, აქედან შეიძლება სროლა და მოთელვა, წინ ვუმზადებთ ადგილს, 15კმ-ში მიდის ჩვენი ზარბაზნის ტყვია, ხაზი გაყვანილია გაყინულ მდინარეზე და ხო ვიცით სად ვარდება ტყვია, გერმანელებთან თუ ჩვენსას აზიანებს რამეს და კარეკტურას უკეთებს ამას წინა დაზვერვაში მყოფი ჩვენი პოლკის წარმომადგენელი და მომიწია ამ დაზვერვაზე წასვლა. წავედით სამნი, მე ლაპანსკოვი, ამას უჭირდა ზარბაზანში ტყვიის ჩადება, თუ არ ქონდა კარგად ნაჭამი მუხლები უკანკალებდა, არ ყოფნიდა საჭმელი და მე ხელით ვუჭერდი ხოლმე მუხლებს და ეს ჩეჩენი, უნდა შეგვეცვალა წინა დაზვერვა. შუა მდინარეში, რომ მივედით ვერაფერს ვერ ვხედავთ, ქათმის სიბრმავე დამემართა, უჭმელობამ სინათლე დამიკარგა თვალში და ვეუბნები, რომ ვერაფერს ვერ ვხედავ, ხოხვით მივდივართ ყინულზე, რომ მტერმა არ დაგვინახოს, მომკიდე ფეხში ხელიო და წამომყევიო მითხრა, ხოლო იმან გაიყვანა გვერდით და ჩურჩული მესმის ამ ცეცენის, მოვიშოროთ ეს თავიდანო, მე ვერ ვხედავ, დანები გვაქს, გაგიყრის და გათავდა, მაგრამ იმან შეაგინა რუსულად და ისე უთაქა, იმან მიმათრია იქა, დილას რომ გათენდა კი დავინახე ყველაფერი.

ინტერ:ბოლოს რომ დაბრუნდით ომიდან?

რესპონ: ბოლოს ვიყავი ბერლინში, ეხლა ამ ჩეჩენმა იქ რა გამიკეთა კიდე, მე უნდა გამომეგზავნა კურდღელი და ვუგზავნიდი, მოვკლავდით და ვაგზავნიდით, სპეციალურად იყო სანადირო ადგილები მათთვის გაკეთებული. გვითხრეს, რომ “კალბასის” ქარხანაა მოცილებით 3 კმ-ში მანძილზეო, მეცალა და წავედი და წავიყვანა ეს ჩეჩენი და კიდე ერთი, მივედით, შევედი გავეცანი და მოგვცა “კალბასი”, გზაში, რომ მივდიოდით, გერმანელია ამის პატრონი, ბიზნესი აქვს, მადლობა გადავუხადე იმ კაცს და ერთი “ვეშმეშოკი” გაგვივსო კალბასით და უკან ვბრუნდებით, შევხედე ეს ჩეჩენი არაა კაცო, “მლადში სერჟანტია” ის, არ არის, თურმე ამას ცხენები დაუნახავს, ცხენები ამ კაცის ყოფილა, “კალბასის” ქარხნის დირექტორის, მოუპარავს ერთი ცხენი და წაუყვანია სხვა სოფელში გასაყიდად. დავბრუნდი იქიდან, მოვიტანეთ “კალბასი”, გავშალეთ სუფრა. სკოლის შენობაში ვართ, სკოლა სამ სართულიანი, ამ სკოლაში ღამეს არ ვათევდით, იარაღი გვქონდა და “ყარაულს” ვტოვებდი ერთს და ოჯახებში ვცხოვრობდით, ეს ოჯახები ვინ იყვნენ, პოლონელები, რომ იყვნენ პოცდნანში, გადმოასახლეს და ჩაასახლეს იქ, ამ გარეუბანში და იმ ოჯახებში ვცხოვრობდით ჩვენ. გამთეენიის ხანს აფეთქდა რაღაც, აფეთქებამდე რა მოხდა, ვინც გააკეთა სუფრა, მეორე სართულზე ვზივართ, მაგიდა გვაქვს გაშლილი, მერე ჩემი ოთახია და “სალდათების” ოთახი ცალკეა, ჩემს ოთახამდე მაგიდა გავშალეთ, ამ დროს ამ ქარხნის პატრონი შემოდის, ორ მეტრიანი კაცი, შემოდის და მიქნევს თავს, მე ვთქვი რა მოხდა კაცო, ეს ჩეჩენი არაა მოსული, თუ შეიძლება მარტო დავილაპარაკოთო,  გავიყვანე ჩემ ოთახში და მეუბნება ცხენი მომპარა შენმა იმანო, თურმე დაუნახავს. მოვუბოდიშე, მოვუბოდიშე, ეს “ჩეპეა”, რომ გაიგოს პოლკმა, წავიდა ბურდღუნ-ბურდღუნით. ეს შენობა მერე ააფეთქა იმ კაცმა, სკოლის შენობა, “ყარაულიც” წასულა სადღაც და მთელი კედელი ჩამოენგრა სკოლას, მერე გაასამართლეს, 3 წელს მაინც მისცემდნენ.

ინტერ:მერე თბილიში რომ ჩამოხვედით?

რესპონ:ქუთაისი ქარხანა ჩვენ დავშალეთ, ვინც ვიყავით დარჩენილნი იქა, ის დავშალეთ და ბრესტამდე ჩვენ ვაცილებდით, ოცი ეშალონი გამოვაცილეთ ბრესტამდე, ვერ დაშალეს, საფრანგეთში იყო მთავარი ინჟინერი მათი, ის დაიჭრეს და ის ჩამოიყვანეს, ჩვენმა ინჟინერმა ვერ დაშალა და ჩვენ გავაგზავნეთ, მიხაროდა ზედ, რომ ეწერა: «Грузинский СССР, город Кутаиси», რამდენ ეშალონს ვაგზავნიდი და ვფიქრობდი, რომ ჩავალ ასე ვიცხოვრებ მარა სადაა, ჩამოვედი გაპარტახებული დამხვდა საქართველო, მაგრამ მითხრეს ეხლა შენ უნდა წახვიდეო, სადაც ჩვენი პოლკი გადაისროლეს, ნარგენი კუნძული არის კასპიის ზღვაზე 15კმ ბაქოზე მოცილებულია ეს კუნძული, კიდე მოსალოდნელი იყო რაღაცა ომის საკითხებში და იქ უნდა წახვიდეო, მეთქი არ წავალ, მაგრამ ჩემ იღბალზე მეორე პოლკში, მეორე სამხედრო ნაწილში, პარტიული ორგანიზაცია, რომ ყოფილიყო სამი კაცი იყო საჭირო, მე პარტიაში ფრონტზე ხომ მიმიღეს და იქ ორი კაცი იყო მხოლოდ პარტიული და მესამე არ იყო და გადამიყვანეს იქ მდივნად და გადავრჩი ამას. ჩამოვედი 48 წელს, ხოდა სწავლა ხომ სექტემბერში იწყებოდა,  იქამდე რა გავაკეთე, ჯარში, რომ ვიყავი, ბაქქოდან გამოვგზავნე ქაღალდი თბილისში, “გეპეი”-ში ხომ ვიყავი ჩარიცხული, დავწერე განცხადება გთხოვთ ჩემი პირადი საქმეები გადააგზანოთ, რა მინდა ამ ვიწრო სპეციალობაზე და დავამთავრე ისტორიული. ორი განცხადება გავაგზავნე, ერთი განცხადება გავუგზავნე “გეპეი”-ს ლექტორს,  ჩემი პირადი საქმე თქვენთან ინახება, პირველი კურსიდან წავედი ჯარში და 6 წლის მერე გწერთ, რომ გთხოვთ ჩემი პირადი საქმე გაგზავნოთ ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუში. სწავლა დაიწყო, მე ჩამოვედი ოქტომბერში და დავამთავრე ეს ფაკულტეტი. მერე რომ ჩემი ძმის საფლავის ძებნა დავიწყე, დრექტორად დამნიშნეს საოლქო არქივში, რომ დავამთავრე.

ინტერ:ცოლი რომელ წელს გაიცანით და სად სეხვდით?

რესპონ:ინსტიტუტში.

ინტერ: ბათუმში?

რესპონ: დიახ.

ინტერ: რა გვარია თქვენი ცოლი?

რესპონ: დოლიძე.

ინტერ: კურსელები იყავით?

რესპონ: ის დაუსწრებელზე იყო და მე დასწრებულზე.

ინტერ: ეს რომელ წელს იყო, რომელ წელს შეირთეთ?

რესპონ: 52-ში

ინტერ: მერე რამდენი შვილი შეგეძინათ?

რესპონ:ორი შვილი. ორი ვაჟი. ერთმა სამხატვრო აკადემია დაამთავრა, დიზაინერი, თინა სტუმართმოყვარე ქალი იყო. (მეუღლეც და შვილებიც გარდაცვლილი ყავს).