The following text is not a historical study. It is a retelling of the witness’s life story based on the memories recorded in the interview. The story was processed by external collaborators of the Memory of Nations. In some cases, the short biography draws on documents made available by the Security Forces Archives, State District Archives, National Archives, or other institutions. These are used merely to complement the witness’s testimony. The referenced pages of such files are saved in the Documents section.
If you have objections or additions to the text, please contact the chief editor of the Memory of Nations. (michal.smid@ustrcr.cz)
მაშინ მანქანა თუ სადმე გაჩერდებოდა, ესე იგი ვიღაც უნდა წაეყვანათ. დღემდე ცუდი რეფლექსი მაქვს მანქანებზე
დაიბადაქ.თბილისში 1927 წლის 6 თებერვალს.
1945 წელსოქროს მედლით დაამთავრა ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძისსახ.№ III სკოლა
1945 წელს ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე
48 წლის განმავლობაში მუშაობდა ალადაშვილის სახელობის ნომერ II კლინიკურ საავადმყოფოში ექიმად.
უკანასკნელი 15 წელიიგივე კლინიკაში გახლდათ მთავარიექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში.
მეუღლე გარდაეცვალა 1991 წელს
ყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი
ცხოვრობს საქართველოში, თბილისში
გულნარა კანდელაკი 08/06/2013
არის ესეთი ჩეხური პროექტი, რომელიც მთელს მსოფლიოში იწერს ისტორიებს იმ ადამიანების, ჩვეულებრივი ადამიანების მოკლედ, არა რაღაც გამორჩეული, რომლებიც რაღაც გარკვეულ დროს მოესწრნენ და აინტერესებსთ სწორედ აი ეს სტალინიზმის პერიოდი, ამიტომ ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ამ დროს უცხოვრიათ.
გასაგებია.
თვითონ აი ეს ჩანაწერი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ, რა საკვირველია თქვენის ნებართვით, განლაგდება სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე და მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მიწვდეს ამას, თქვენი თხრობა სულ მთლიანად არ იქნება ისე, რომ ყველას შეეძლოს წვდომა, მაგრამ ეს სწორედ არის მკვლევარებისთვის და ვინც დარეგისტრირდება ამ საიტზე და მისცემენ უფლებას მას შეუძლია, რომ ეს მთელი ჩანაწერი ნახოს, ასევე ჩვენ ამ ჩანაწერის ტრანსკრიპს ვაკეთებთ და ვიწერთ სიტყვიერად, ესეც განლაგდება იქ და ასევე სურათები, რომლებსაც ჩვენ გადავიღებთ, თუ თქვენ თანახმა ხართ ამაზე, გთხოვთ მოგვიწეროთ ხელი.
საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს.
მოაწერეთ ხელი, იმიტომ რომ ითხოვენ, რომ თანხმობა იყოს თქვენი მხრიდან წერილობით.
თქვენ საიდან ბრძანდებით?
ჩვენ აქაური ორგანიზაცია ვართ არასამთავრობო -საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი, უბრალოდ ჩვენ მათი პარტნიორები ვართ, ჩეხური პროექტის და გვთხოვეს, რომ შევარჩიოთ 5 ადამიანი, ვის ისტორიასაც ჩავიწერთ. (ვუკითხავთ თანხმობის ფურცელს.) ჩვენ აუცილებლად განახებთ ამ ვებ-გვერდს. ძალიან კარგი საიტი აქვთ.
თქვენი სახელები გოგონებო.
მაია მაისურაძე, ეკა ფირცხალავა და ნანა სუმბაძე, ჩვენ ყველანი ფსიქოლოგები ვართ. ქალბატონო გულნარა, ჯერ თქვენი მოკლე ბიოგრაფიით დავიწყოთ. სახელი, გვარი, სად დაიბადეთ, მშობლები ვინ იყვნენ?
გულნარა მიხეილის ასული კანდელაკი, დავიბადე ქალაქ თბილისში.
როდის?
1927 წელს 6 თებერვალს.
თქვენი მშობლები ვინ იყვნენ?
დედა ძირითადად დიასახლისი, თამარი ერქვა და მამა იყო ვეტექიმი, მიხეილ კანდელაკი.
თქვენ ერთი შვილი იყავით?
მე ვიყავი მესამე შვილი ორი გარდაიცვალა და მერე ერთი ვიყავი.
და მერე როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება?
ე.ი. 8 წლის ასაკიდან შევედი სკოლაში, ეს იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის #3 საცდელ-საჩვენებელი სკოლა, ნომერ პირველი სკოლა იყო თბილისში, ასე ვთქვათ.
ქალების იყო მარტო, თუ მაშინ ერთად იყვნენ ბიჭებიც და გოგოებიც?
მაშინ ერთად ვიყავით ბიჭებიც და გოგოებიც. ის სკოლა დავამთავრე 45 წელს, ოქროს მედალზე, ეს მაშინ პირველი წამოწყება იყო საბჭოთა კავშირში, მანამდე ოქროს მედლები არ რიგდებოდა და ჩვენს კლასში 8 მოწაფემ მივიღეთ, მაგრამ უკვე მე-10 კლასში ბიჭები სხვაგან იყვნენ და ჩვენ სხვაგან, ბიჭები უკვე გადაიყვანეს, ეს იყო მე-9 კლასი, ბიჭები სხვა სკოლაში გადაიყვანეს და დავრჩით გოგონები მარტო. ერთ-ერთი ოქროს მედალოსანი ვიყავი.
და მერე სად ჩააბარეთ?
სამედიცინო ინსტიტუტში, ექვს წლიანი იყო სამედიცინი ინსტიტუტი. დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, თერაპევტი ვარ, 48 წელი ვიმუშავე ალადაშვილის სახელობის #2 კლინიკურ საავადმყოფოში, ეხლა მედინსტიტუტის კლინიკაა, ბოლო 15 წელი ვიყავი მოადგილე სამკურნალო დარგში. ე.ი. ვხელმძღვანელობდი სამკურნალო დარგს, საერთოდ თერაპევტი ვარ.
თქვენი მეუღლე როდის გაიცანით?
ჩემი მეუღლე იყო ვახტანგ ჯავახიშვილი, იყო სტალინის რაიონის რაიკომის მდივანი და შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი.
რა პროფესიის არის?
ინჟინერი. მშენებელი.
შვილები?
შვილები: ქალიშვილი უფროსი - ელენე ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ინგლისში, მუშაობს ფსიქოლოგად, ყავს ოჯახი და მეორე დარეჯან ჯავახიშვილი, ისიც ფსიქოლოგი.
როგორ მოხდა, რომ ორივე ფსიქოლოგია?
რატომღაც მოსწონდათ ეს დარგი, მაშინ მოდაში იყო ეს დარგი. ჩემი პროფესორი იყო ბატონი გურამ რცხილაძე და მისი მეუღლე - დალი ფარჯანაძე, ჩვენ ახლოს ვიყავით, იყო ფსიქოლოგი და ეტყობა გოგოებს მოეწონათ ეს დარგი.
თქვენი ცხოვრებიდან ყველაზე დრამატული მომენტი რომ გაიხსენოთ?
ყველაზე, რა თქმა უნდაცუდი პერიოდი ეს იყო 37 და 38 წლები, ეს იყო საშინელება, 37 წელი ეს იყო მასიური დაპატიმრებები, აპატიმრებდნენ ყველას და მერე გვესმოდა, რომ გააციმბირეს, ციმბირში გადაასახლეს, მერე სულ გვესმოდა: დახვრიტეს, დახვრიტეს, დახვრიტეს და ბევრი იყო ასეთი, ჩემს კლასში, ჩემს ირგვლივ; მამაჩემიც დააპატიმრეს 1938 წელს, მე ავად ვიყავი სწორედ, ჩუტყვავილა მქონდა, «ветрянка», რუსულად არის «ветрянка» და მამაჩემი დღისით მეკითხებოდა, რომ აი რა გინდაო და მაშინ ახალი გამოშვებული იყო „ბიძია თომას ქოხი“,გადათარგმნეს ქართულად, წავიკითხე და შვილი ყავდა ევა, ბიძია თომას, იმას ქონდა საყურეები და მე ვთხოვე, რომ საყურეები მინდა-მეთქი და იმ ღამეს, იმ ღამეს სწორედ მოვიდნენ და დააპატიმრეს და იყო ვიატკაში, ციმბირში, 4 წელი.
ეს დაპატიმრება გახსოვთ? როგორ მოვიდნენ?
ძალიან კარგად მახსოვს.
როგორ მოხდა ყველაფერი შეგიძლიათ მოგვიყვეთ?
იცით როგორ იყო, აი ისე იყო, რომ ხო სასაცილო ამბავია, მაგრამ რეფლექსი მაქვს, აი ეხლა ღამე მძინავს ვთქვათ და მანქანების მეტი რა არის, ხო ბევრი მანქანაა, ან ეზოში გაჩერდა, ან იქით გაჩერდა, მე ცუდად ვხვდები, ისეთი რეფლექსი მაქვს.
ამდენი წელი?
მაშინ მანქანები არ არსებობდა და ჩვენ ყველამ ვიცოდით, თუ ღამე სადმე მანქანა გაჩერდა ე.ი. ვიღაცა უნდა წაიყვანონ, გამიგეთ? მაშინ მანქანები ე.ი. ხალხს არა ყავდა, დიდი ხალხიც არ დადიოდა მანქანებით, მარტო „НКВД”,თუ ე.ი. ღამე მანქანა სადმე გაჩერდა, ე.ი. უნდა წაიყვანონ. მამაჩემიც ესე სწორედ საყურეებს, რომ დამპირდა, იმ ღამეს წაიყვანეს და მე აი ესეთი ის შემიმუშავდა, ასეთი რეფლექსი, რომ ეხლა თუ ვწევარ და მანქანა გაჩერდა, მე არ მსიამოვნებს, აი რაღაცა მომდის, არ ვიცი რა, ე.ი. იქიდან მახსოვს, რომ ეს მანქანები, რომ ჩერდებოდა.
ესენი, რომ შემოვიდნენ გაჩხრიკეს რამე, თუ პირდაპირ აიყვანეს?
აუცილებლივ, „обыск“ ამას „обыск“-ი ერქვა, რაც გვქონდა ყველაფერი გაჩხრიკეს, ნუ არაფერი ჩვენ არ გვქონდა.
რამდენი წლის იყავით ქალბატონო გულიკო?
11 წლის, დიდი ვიყავი უკვე, 11 წლის და დააპატიმრეს. გააგზავნეს ციმბირში, გააციმბირეს, ვიატკაში, ძალიან კარგად მახსოვს, ვიატკაში.
თქვენ იცოდით, რომ გააციმბირეს?
კი, ეს დედაჩემი დარბოდა სულ, მაშინ ყველას ცოლები, ნუ თუ ვინმე დარჩენილი იყო დარბოდნენ და ეცნობოდნენ საქმეს, გააციმბირეს, მაგრამ რაში იყო იცით საქმე, მამაჩემი იყო ვეტერინარი და მუშაობდა ლელინგორში, ე.ი. ოსეთში, მასთან ჩამოვიდნენ მისი მეგობრები, აქედან, თბილისიდან, დალიეს და არ დალიეს სტალინის სადღეგრძელო, როცა შესვეს, სტალინის სადღეგრძელო არ დალიეს და ოსებმა დააბეზღეს, რომ არ დაილია სტალინის სადღეგრძელოო.
ისინიც დაიჭირეს? ვინც მასთან ერთად იყო?
არ ვიცი, შეიძლება დაიჭირეს, ამდენი აღარ ვიცი, მაგრამ მამაჩემი დააპატიმრეს და 4 წელიწადი მიუსაჯეს და ვიატკაში იყო.
იქ როდესაც იყო გქონდათ კონტაქტი?
მქონდა, იწერებოდა წერილებს, მამა ხომ ვეტექიმი იყო და იქ ყველას ადგებოდა ექიმად, ნუ ეხლა ვეტექიმმა ხომ იცის ეხლა ვთქვათ კოფეინი როგორ გაუკეთოს და წამალი როგორ დაალევინოს, იმიტომ გავხვდი მე ექიმი, რომ იქიდან სულ იწერებოდა, რომ იცოდე, შენ უნდა გახდე ექიმი, იმიტომ რომ რახან ექიმობდა, რაღაცნაირად გაიარა ეს პერიოდი, ე.ი. მამა დარწმუნებული იყო, რომ ექიმი ყველგან გაიკვლევს გზას და გავხდი ექიმი, 6 წელიწადი ვსწავლობდი, მაგრამ მაშინ, იმდენი იყო სამედიცინოზე, თბილისში საერთოდ ეს არ ვიცი, სამედიცინო დარგი ძალიან გავრცელებული იყო, მაგრამ ეტყობა ყველას უნდოდა თავის შერჩენა ცხოვრებაში.
მამთქვენი დაბრუნდა მერე ხო?
მამაჩემი 4 წლის შემდეგ, ისე კარგად მახსოვს 6 თებერვალს დაბრუნდა, ჩემს დაბადების დღეზე დაბრუნდა, 6 თებერვალს.
ელოდებოდით, თუ მოულოდნელად?
არა მოულოდნელად, არ ველოდით. დედაჩემი სულ დარბოდა საქმეებზე არკვევდა, რომ არაფერი არ დაუშავებია, დედაჩემი ძალიან ცოცხალი, ზედმეტად აქტიური ქალი იყო ისეთი, მე არა ვარ ესეთი და ერთი სიტყვით 4 წლის შემდეგ ჩამოვიდა, მაგრამ ეს საშინელება იყო ეს 37-38 წლები, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები, ყველას დედ-მამა, ჩემი მეზობლები, ორივე ვთქვათ ცოლი და ქმარი, გურჯიშვილების, სვანიშვილები, ნუ ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი, გვარები აღარ მახსოვს, მიჰყავდათ და მერე აღარ ბრუნდებოდნენ.
ბრალი რა წაუყენეს მამას?
ბრალს ეხლა მე გეტყვით, ყველაზე საშინელი მომენტი რა იყო, აღარა ვთქვი - ბერია, ლავრენტი პავლეს ძე ბერია, მაშინ ჩვენი მეუფე და უფალი და ყველაფერი იყო ბერია, იქ იყო სტალინი, აქ იყო ბერია და ეგ იყო საშინელი ადამიანი, ესე მახსოვს მე, უსაშინლესი ადამიანი და უნდოდა ყველას დაპატიმრება, ყველას მოშორება და ყველას მოკვლა, ძალიან ბევრს, ხომ გეუბნებით, კლავდნენ და ხოცავდნენ და ა.შ. სანამ ბერია იყო ძალიან რთული ცხოვრება იყო, ყველაფრის გვეშინოდა, მაგრამ მე ეს შიში ეხლა აი რაღაცნაირი, ხომ გეუბნებით, რაღაციისმეშინია სულ, სულ რაღაცაზე ვღელავ, აი ღამე თუ მძინავს და მანქანა თუ გაჩერდა, მე ცუდად ვხდები, აი არ ვიცი რა არის ეს, ეტყობა ის, იმდროინდელი ამბებია.
აი თქვენ რომ მამა გყავდათ დაპატიმრებული თქვენდამი სკოლაში, ხალხის დამოკიდებულება არ შეიცვალა?
ყველა ესეთ დღეში იყო, იქ ძალიან ბევრს ყავდა მამა დაპატიმრებული, ჯანა სვანიშვილს და ა.შ. უამრავს. თბილისში ეს იყო მოდებული.
და დამოკიდებულება მასწავლებლების თქვენდამი მაგალითად არ იყო უარყოფითი?
არა, აი მე გეტყვით, ჩვენი სკოლა იყო სხვაინაირი სკოლა, ძალიან ისეთი, ნუ როგორ ვთქვა, განათლებული პედაგოგები გვყავდა: - ქეთო ხარაძე, ნუ ყველა ვინც იყო, ნიკო ჯაფარიძე, ქიმიის მასწავლებელი და ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო ჩვენს შორის, ჩვენ კარგად გვეკიდებოდნენ, მე ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში ვიღაცა რაღაცას ვთქვათ რაღაცა სიმძიმეს ვგრძნობდი, არა, მაგრამ ძალიან ბევრს ყავდა დედ-მამა დაკავებული.
და ეს რეპრესია თქვენს ოჯახზე გარდა მამის დაპატიმრებისა რამეზე აისახა?დედათქვენის სამსახურზე, თუ არ მუშაობდა დედათქვენი?
არა, დედაჩემი ხან მუშაობდა-ხოლმე მაშინ, მაშინ იყო, ქართულად არ ვიცი როგორ არის - „Саннаркомзем“ – Наркомат земледелия“, მაშინ ესეთი რუსული -სახელწოდება ქონდა, პერიოდულად მუშაობდა-ხოლმე.
და ის, რომ მეუღლე დაპატიმრებული ყავდა აისახებოდა?
რა თქმა უნდა ამას, ვთქვათ მთლად ისე არ უყურებდნენ, მაგრამ ეს იმდენი შემთხვევა იყო ძალიან გავრცელებული იყო, რომ უკვე ხალხი შეეჩვია ამას და ამაში იყო საქმე, ძალიან გავრცელებული იყო, ეს 37 წელი პირდაპირ არ ვიცი, 37 და 38, მერე თანდათან შემცირდა, სამამულო ომის დროს თანდათან მთლად შემცირდა, მერე დაიწყო სამამულო ომი.
ომი თქვენ შეგეხოთ რამენაირად?
არა მე არ შემეხო, იმიტომ, რომ ჩვენ არავინ არა გვყავდა, რომ ვთქვათ წასულიყო ომში და ისე საშინელბა იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა, ძალიან ბევრი, და ისე ძალიან რთული წლები იყო, რა თქმა უნდა, კვების მხრივ, ცხოვრების მხრივ, მაგრამ ის წლები მე სულ სკოლაში გავატარე.
მამთქვენი ყვებოდა ამ გადასახლების ამბებს?
კი.
და რას ამბობდა?
არა, ამბობდა, რომ ეს ძალიან... აი უნდოდა, რომ ყველა ყოფილიყო ექიმი, რატომღაც ეგონა, რომ თუ ექიმი იქნებოდა, ე.ი. რომ ხალხს ეხმარებოდა და ე.ი. რაღაცა გამოსადეგი იყო, რაღაცნაირად გამოსადეგი იყო და ისე რათქმა უნდა ეს ციმბირი, ეს საშინელებაა, ძალინბვერი ხომ დახვრიტეს, აი ჩვენ გვესმოდა ის დახვრიტეს, ეს დახვრიტეს, ეს ძალიან ხშირი ამბავი იყო, ე.ი. 37 წელში არავის არ უკვირდა, რომ ვიღაცა დახვრიტეს და აქ თუ რაღაცა ხდებოდა, აი ის გადასახლებები, ყველაფერი, ეს იყო ბერია, ე.ი. ამას ყველაფერს განაგებდა ბერია, ეს საშილებელა იყო.
მამთქვენის საქმეშიც ბერია იყო გარეული?
მაშინ ბერია აქ იყო, კი. იმ წელს 38 წელს ჯერ აქ იყო ბერია, მერე მოსკოვში გადაიყვანეს, სტალინმა გადაიყვანა მოსკოვში.
და 4 წელი რატომ აკმარეს, ცუდად ვკითხულობ ეხლა, მაგრამ რატომ მეტი არა?
ნუ რა ვიცი, ამდენი აღარ ვიცი უკვე. ჩვენ გვიხაროდა, რომ ეს 4 წელი იყო მხოლოდ, იმიტომ რომ არაფერი არ იყო ეხლა, არ დალია კაცმა სტალინის სადღეგრძელო, ამაზე შეიძლება, ან რომ დახვრიტო?
და სასამართლოზეც ამაზე ლაპარაკობდნენ, ამაზე გაასამართლეს?
ამაზე იყო საქმე შეიქმნა, ეს დააბეზღეს ოსებმა, არ მინდა ვთქვა ეხლა, არ მილაპარაკია ამაზე, ოსებმა დააბეზღეს, რომ აი სტალინის სადღეგრძელო არ შეისვა და ამაზე იყო შექმნილი ყველაფერი და ამაზე 4 წლით ვიატკაში გადაასახლეს, ციმბირში, რომ არ დალიეს სტალინის სადღეგრძელო.
მამათქვენი რომელ წელს გარდაიცვალა?
მამაჩემი გარადაიცვალა 66 წლის, გეტყვით, ე.ი. 61 წელს გარდაიცვალა, ჯანა დაიბადა 62 წელს, ელენე 59 წელს.
ომში არ ყოფილა მამათქვენი?
არა.
რატომ, იმიტომ რომ ასაკი ქონდა უკვე, თუ იმიტომ რომ ნასამართლევი იყო?
არა, ნასამართლეობას არავინ არ უყურებდა, ნუ ეტყობა უკვე ასაკის გამო, მამაჩემი დაბადებული იყო 1894 წელს.
ხო, 46 წლის იყო ომი, რომ დაიწყო, ე.ი. 66 წლის იყო მხოლოდ.
მაშინ კაცები, მე ეხლა ექიმი ვარ და კაცები საერთოდ უფრო ადვილად და უფრო ჩქარა მიდიოდნენ, ჩემი ქმარი 69 წლის იყო და მე აგერ 86 წლის ვარ.
მერე როგორ წავიდა თქვენი ცხოვრება? ამის შემდეგ?
რის შემდეგ?
დაამთავრეთ ინსტიტუი, დაიწყეთ მუშაობა, მერე შეხვდით თქვენს მეუღლეს, სად შეხვდით?
ჩემი მეუღლე ჩემი რაიკომის მდივანი იყო და პარტიაში მან მიმიღო და როდესა გასაუბრებაზე მივედი, მე ეხლა გარკვეული განათლება მქონდა, ხო და გასაუბრებაზე შემეკითხა ვინ არისო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე გავჩერდი, ეიზენჰაუერი, დმავიწყდა და კარგითო და მაინცო თქვნო მოგცემთო, (იცინის) ეტყობა მოვეწონე, არ ვიცი, მაინცო მოგცემთო.
თქვენ მაინც პარტიაში თქვენი სურვლით შეხვედით?
რა თქმა უნდა, მაშინ ყველა შედიოდა.
მამათქვენმა, რომ ეს ყველაფერი გადაიტანა?
არა, მერე რა, მერე რა.
თქვენ რა გრძნობა გქონდათ ამ პარტიის მიმართ? ხო ბევრი იყო ასე და აი ეს მაინტერესებს...
მე გეტყვით, მე გეტყვით, მე აი ის გრძნობა მქონდა, რომ ყველაფერს ვაბრალებდი ბერიას, აი ვერ ვიტანდი ბერიას, აი მართლა ცუდი კაცი იყო, აი სურათსაც ვერ ვიტანდი და ისე გამეხარდა, როდესაც აქედან წაიყვანა სტალინმა, წაიყვანა თავისთან.
სტალინისადმი არ გგქონდათ ეგეთი დამოკიდებულება?
არა, მე უფრო მეტს გეტყვით, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, მე მგონი 55 წელი იყო, მე ვმუშაობდი მაშინ და იცით თბილისში რა ამბავი იყო? ჩვენ ყველანი წავედით, მოედანზე მივდიოდით, რუსთაველის პროსპექტზე, აი ესე ვიდექით და განვიცდიდით, აი ეხლა ხომ ვლანძღავთ სტალინს, რომ ისთი იყო, ესეთი იყო, ე.ი. ბერიას ვერ ვიტან ხო და ეხლა არ ვმალავ, სტალინის მიმართ არა მქონდა ესეთი გრძნობა და ხომ გეუბნებით, როდესაც გარდაიცვალა, მე უკვე ვმუშაობდი და მახსოვს, მთელი საზოგადოება, ინტელიგენცია და მთლიანად ყველა მოედნებზე ვიდექით და განვიცდიდით.
სტალინთან და პარტიასთან არ იყო დაკავშირებული ეს რეპრესიები 37 და 38 წლის ხო? თქვენც ეგრე აღიქვავდით.
როგორ არ იყო.
არა თქვენც ეგრე აღიქვავდით ხო.
არა, მე ძალიან კარგად აღვიქვავდი, მაგრამ სტალინის მიმართ არ ვიც არა ქონდათ, ხომ გეუბნებით, რომ მე კი არა, უამრავი ხალხი დასტიროდა, უამრავი ხალხი.
ეტყობა პარტიის მიმართაც არ გქონდათ, რახან პარტიაში შეხვედით. არა?
აუცილებლივ არ მქონდა, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაშინ ესეთი ცხოვრება იყო და თუ გინდოდა, რომ ვთქვათ რაღაცა გაგეკეთებინა და წინ წაწეულიყავი და ა.შ. და ა.შ. უნდა პარტიაში შესულიყავი.
მამათქვენი არ იყო წინააღმდეგი თქვენ, რომ თქვით, რომ პარტიაში შესვლა გინდოდათ?
არა, მამაჩემი არ იყო ისეთი კაცი, რომ ჩარეულიყო ჩემს ცხოვრებაში.
მამათქვენი პარტიული იყო?
არა, არა, არა.
თვითონ მაგისი დამოკიდებულება როგორი იყო ვთქვათ სტალინის მიმართ თუ გახსოვთ?
რა თქმა უნდა არც ბერია არ უყვარდა და არც სტალინი.
და პარტია?
პარტია მითუმეტეს, მამაჩემმა დაიწყო მეფის ოფიცრობით, მამა იყო მეფის ოფიცერი, იმდენი სურათები მქონდა, არ ვიცი სად წავიდა, ლენიმ წაიღო ინგლისში, თუ სად არის; ერთ სურათს გაჩვენებთ. მამაჩემი იყო ოფიცერი, მერე გახდა დეზერტირი , საბჭოთა კავშირის დროს. ეს ელისაბედგრადია, ეს ძველისძველი სურათია (გვაჩვენებს სურათს), ეხლა არ ვიცი რა ქვია ელისაბედგრადს, აღარ მახსოვს.
მერე მამათქვენი ისევ დაუბრუნდა ვეტერინარიას, რომ დაბრუნდა მერე მუშაობდა?
დიახ, დიახ, მუშაონდა, მუშაობდა, იორმუღღანდუში ეს თათრების სოფელია კახეთში და მერე მუშაობდა აქ, კომბინატი იყო გახსნილი, ხორცის კომბინატი და იქ მუშაობდა.
თქვენი მეუღლე მოკლედ ამ პარტიის მიღებაზე გაიცანით? და მერე?
დიახ მაშინ გავიცანი. ჩვენი რაიკომის მდივანი იყო, ჩვენი რაიონის.
მალევე დაქორწინდით?
რაიკომობას დაანება თავი და გადავიდა, საერთოდ ჩემი მეუღლე იყო სტალინური სტიპენდიანტი, პოლიტექნიკურში დამერე ისევ გადავიდა პოლიტექნიკურში.
მალე გადავიდა, თუ?
7 წლის შემდეგ, არა, ჩემ დროს უკვე აღარ იყო რაიკომის მდივანი, ეს ჩემამდე იყო, უკვე ჩემ დროს პოლიტექნიკურში მუშაობდა დოცენტად.
თქვენი მეუღლე როდის გარაიცვალა?
ჩემი მეუღლე გარადაიცვალა 90 წელს.
ჯანამ რომელ წელს დაამთავრა?
ინსტიტუტი?
ხო.
ჯანა დაიბადა 1962 წელს, რა გამოდის.
85-ში,
ვახტანგი 90-ში გარადიცვალა და მერე მოხდა ისე, ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ მე წავიღე ჩემი ოქროს მედალი, ნამდვილი ოქრო იყო და გავყიდე, აი ესე, ვახტანგი, რომ გარდაიცვალა, სხვა საშუალება არ მქონდა, იმიტომ რომ უცბად ეს 90-იანი წლებია, ხელფასები შემცირდა, ჩვენთან, ყველაგან, თბილისში, ხელფასები შემცირდა და ძალიან გაჭირდა ცხოვრება, 90-იან წლებზე ვლაპარაკობ და აი ეხლა მწყინს, მაგრამ, რა მექნა, ჩემი ოქროს მედალი არ უნდა გამეყიდა, ხო სასაცილო ამბავია, მაგრამ ...
რატომ არ უნდა გაგეყიდათ, რა მოხდა, ხომ გადაგარჩინათ იმ ოქროს მედალმა?
მაღაზიაში გავყიდე, ესეთი მაღაზია იყო პლეხანოვზე სპეციალური, სპეციალური მაღაზია იყო, რომ იღებდა ეგეთ რაღაცეებს; ხო, გადამარჩინა რა თქმა უნდა.
შეუსრულებია ფუნქცია ოქროს მედლის, მაშინ ე.ი. სუფთა ოქროსი იყო ეს მედლები?
კი, კი, კი, რა თქმა უნდა, თან აი ესეთი იყო (გვაჩვენებს ხელით ზომას).
გვიან რომ მიგეღოთ ვერ გაყიდიდით, არაფერი ოქროსი შიგნით აღარ იქნებოდა.
არა, ნუ ეხლა არ ვიცი.
არა, არ არის აფსოლუტურად.
ის ნამდვილი იყო, ჩვენ ვიყავით პირველები და იმიტომ ნამდვილად ოქრო იყო. რვანი ვიყავით, რვამ მივიღეთ ოქროს მედალი და მთელი ჩემი კურსი სამედიცინო ინსტიტუტში, რომ შევედი ე.ი. სამკურნალო ფაქულტეტი იყო, ყველა იყო ოქროს მედალოსანი, სხვები სამკურნალოზე ვერა ხვდებოდნენ, იყვნენ ან პედიატრიულზე, ან სანიტარულზე, ვისაც ოქროს მედალი ქონდა ის სამკურნალოზე.
კიდევ რა იყო მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში, რას გამოყოფდით?
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გათხოვება და შვილები, შვილები ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიბადა ლელი და ჯანა. მაგრამ ხომ გეუბნებით, ძალიან რთული ცხოვრება იყო, ძალიან რთული.
ამ 37, 38 წლების გარდა ყველაზე რთულად რომელი წლები გეჩვენებათ?
არა, ყველაზე რთულები ეს იყო: 36, 37, 38, 39 მერე დაიწყო ომი, სამამულო ომი.
ეს 90-იანები, რომ შეადაროთ იმ წლებს?
ხოდა ნუ 90-იანბში მე გამიჭირდა, ჩვენი ხელფასი დაეცა ძალიან, ძალიან დაეცა.
უფრო ეკონომიური გაჭირვება იყო და არა სხვა.
ხო, ხო ძალიან დაეცა ხელფასი და იძულებული ვიყავი... ხო, კიდევ სხვა რაღაცა, ელენეს ნაჩუქარი ბეჭედი გავყიდე, მე არც ერთი ბეჭედი არა მაქვს, ელენეს ნაჩუქარი, ჩემი დედამთილის ნაჩუქარი, ისიც გავყიდე, შეიძლება არ უნდა ვთქვა, მაგრამ რა ვქნა. ორი გოგო მყავდა და
მაინცვერ გაუყოფდით ერთ ბეჭედს და ჯობდა გაგეყიდათ.
(იცინის) არა არ მენანება, აი რაშია საქმე, არ დამენანა, იმიტომ რომ ვიცოდი რისთვის მინდოდა, მე ხომ სხვა რაღაცა არ ვიყიდე იმითი, ე.ი. პურზე.
ქალბატონო გულიკო აი თქვენ თქვით, რომ 8 ოქროს მედალოსანი იყოო თქვენს კლასში, ვინ იყვნენ თქვენი კლასელები, შეგიძლიათ ჩამოთვალოთ, ვინც ცნობილი ადამიანები იყვნენ?
ვინც მახსოვს, შეიძლება ყველა არ მახსოვს: შურა ზირაქაძე, მედეა დევდარიანი, აი მედეა ცოცხალია დევდარიანი, ჯანა სვანიშვილი, ის გარდაიცვალა, ელზა ნიკოლაიშვილი, ლიანა გაჩეჩილაძე, მერე კიდე ორი, სამი, მაგრამ უკვე აღარ მახსოვს.
რაღაც სულ ქალებს ასახელებთ. ა, ბოლოს ხომ აღარ იყავით ერთად, მერე დაიყო.
დიახ, მერე გაგყვეს ქალ-ვაჟი. უკვე მე-9 კლასიდან გაგყვეს.
რომ გაიყო სკოლა რა თქვეს, რის გამო ყოფდნენ? რატომ ყოფდნნე?
როგორც ძველებურადო, ბიჭების გიმნაზია ცალკე, გოგონების ცალკე, ჩვენი სკოლა, არ ვიცი შეიძლება იცით კიდევაც, ყველაზე ფეშენებელური სკოლა იყო, ეს არის უზნაძის ქუჩაზე, მე-3 საცდელი ერქვა, საცდელ-საჩვენებელი ილია ჭავჭავაძის სკოლა და იქ მერე გოსპიტალი შექმნეს, ომის დროს გოსპიტალი და ჩვენ გადაგვიყვანეს 27-ე სკოლაში, 27-ე სკოლა იქვე კიევის ქუჩა იყო, პლეხანოვზეა ისიც, ის 27-ე სკოლა ეგეთ სკოლად არ ითვლებოდა, როგორც ჩვენი მე-3 საცდელი.
ეს რა იყო, არ იყო რაღაც უხერხულობა, აი რომ გაგაცალკევეს? სასაცილო არ იყო, თუ რა იყო მაინც?
არა, არავითარი, ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ ნიკოლოზის დროს და მეფის დროს ეს ე.ი. ვაჟთა გიმნაზია ცალკე იყო და ქალების ცალკე იყო და ასე გვითხრეს, რომ ბიჭები ცალკე უნდა იყვნენ და ქალები ცალკეო.
მერე მეგობრობდით იმ ბიჭემთან?
რა თქმა უნდა, დღემდე, აი გივი დემეტრაძე ვეღარ დადის, თორემ დღემდე, თემო ჩირგაძე გარდაიცვალა. მე ვცხოვრობდი მე, გივი დემეტრაძე, ძალიან ბევრი ჩემი სკოლელები ჩერნიშევსკის ქუჩაზე, ეს ვარანცოვი იყო, მერე კარლ-მარქსი დაერქვავარანცოვს, ხოდა იქვე პლეხანოვი სადაც იწყებოდა იყო ჩერნიშევსკი, წინათ ალექსეევის ერქვა, მერე ჩერნიშევსკის, ეხლა არ ვიცი გოთუას, თუ რაღაცა დაარქვეს, არ ვიცი, არც ვიცნობ იმას ვისი სახელიც არის, ხოდა ჩირგო, ანუ თემიკო ჩირგაძეგვეძახოდა: „Чернишевская улица настаящая курица“ დაგვცინოდა (იცინის). ასევე მზია ლეკვეიშვილი, დღესაც პროფესორია და კათედრის გამგე, კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი, უნივერსიტეტში, იურისტი, ისიც ჩემს ქუჩაზე ცხოვრობდა, ძალიან ბევრნი ვცხოვრობდით, ტყემალაძეები, პროფესორი ტყემალაძე იყო, ქირურგი, ძალიან კარგი პროფესორი, იმისი ქალიშვილები და რა ვიცი ბევრი.
ყველაზე კარგად რომელი წლები გახსენდებათ თქვენს ცხოვრებაში?
მაინც ალბათ, როდესაც მეუღლე მყავდა. ვახტანგი როდესაც იყო. დარა თქმა უნდა ბედნიერებაა, შვილები როდესაც გყავს, ძალიან განვიცდი, რომ ლელი ბავშვთან ერთად იქ არის, ინგლისში, ეხლა დამპირდა, დღესაც დავურეკე და აუცილებლად ჩამოვალო, მაგრამ სულ მპირდება, იქაც პრობლემაა, ქმარმა გულზე ოპერაცია გაიკეთა, გულზე ქონდა რაღაც პრობლემა.
ძალიან დიდი მადლობა.