The following text is not a historical study. It is a retelling of the witness’s life story based on the memories recorded in the interview. The story was processed by external collaborators of the Memory of Nations. In some cases, the short biography draws on documents made available by the Security Forces Archives, State District Archives, National Archives, or other institutions. These are used merely to complement the witness’s testimony. The referenced pages of such files are saved in the Documents section.
If you have objections or additions to the text, please contact the chief editor of the Memory of Nations. (michal.smid@ustrcr.cz)
“All Germans that were former captives were sent to sanatoriums for rehabilitation, Stalin sent everybody to the mines”
Born in Chiatura, November 02, 1921
Finished School in Gurjaani
In 1940 he was conscripted into the army and sent to Latvia
In 1941 was taken captive and sent to prisoners camp in Krushina (Poland)
Returned to Tbilisi in 1946 and entered to the Agriculture Institute.
He graduated in 1951 and started to work at Anaseuli Institute of Tea and Subtropical Cultures in Sokhumi.
Married Liana Ochaleishvili in 1952
In 1992 the family arrived to Tbilisi due to conflict situation between Georgian
His wife died in 1996 and daughter in 2012 He does not have any documents or photographs as he was not able to take anything from Sokhumi
სიმონ ჯაფარიძე 23/04/2013
სად დაიბადეთ, სახელი, გვარი და თქვენი ისტორიის მოყოლა დაიწყეთ
დავიბადე ჭიათურაში, გიმნაზიის დირექტორის ოჯახში, ფეხი ავიდგი დაბა ონში, სკოლის დირექტორის ოჯახში, დავამთავრე გურჯააანის საშუალო სკოლა, წამიყვანეს ჯარში.
ჯარში სად იყავით? სად იბრძოდით?
პრიბალტიკაში, ლატვია, ლიტვა.
რამდენი წელი იბრძოდით? ომში რამდენი ხანი იყავით?
დღიდან დაწყებისა, 4 სთ და 15 წთ გახსნეს ცეცხლი გერმანელებმა და ვიყავით ძალიან დაღლილები, ნაფეხბურთალი, ისე გვეძინა, რომ არაფერი არ გაგვიგია, რომ შეიქმნა კივილი და წივილი, უცბად წამოვხტით, ზოგი ტიტველი გამოვარდა, ახლა გამახსენდა მე სოხუმის ამბავი, აქ რომ დარბოდნენ დედები, იქაც საწყლები დარბოდნენ სერგეი, სერიოჯა, გრიგოლ, ეძახდნენ. გაიქცენ ოფიცრები და ჩვენ დაგვტოვეს, ცოლ-შვილი დატოვეს მე კი არა, ცოლ-შვილი, ზოგს სამი ბავშვი ყავდა, ზოგს ორი ბავშვი ყავდა,
ე.ი. თქვენ ომამდე იყავით ჯარში?
ერთი წლის ნამსახურევი ვიყავი ომი, რომ დაიწყო.
და ლატვიაში იყავით?
არა, ომი, რომ დაიწყო ლატვიაში ვიყავი და პირველად ლიტვაში ვიყავი, იქ ვაშენებდით ციხესიმაგრეს, ზედ საზღვარზე, ორი კილომეტრ ნახევარი იყო გერმანიის საზღვარამდე.
ლიტველები და ლატვილელები როგორ შეხვდნენ გერმანელებს?
ლიტველები კარგად შეხვდნენ, იმიტომ რომ ლიტველებს არ აინტერესებდათ საბჭოთა კავშირი.
თქვენს წინააღმდეგ იყო რაიმე მოსახლეობის მხრიდან?
სხვათა შორის ზღვის პირას ცხოვრობდა ერთი ლიტველი და იმასთან მოვხვდი რაღაცნაირად შემთხვევით და ქართული სიტყვები მითხრა: „წინდები“, რაღაცეები მითხრა, მე ვუთხარი საიდან-მეთქი და მოიტანა წიგნი, რომელშიაც ეწერა სიტყვა ქართული და მერე ლიტვური, ხოდა ძალიან გაეხარდა, რომ ქართველი ვიყავი, ძალიან კარგი ხალხი იყვნენ, ძალიან, განსაკუთრებით ლატვია, ლატვიაში 40% იყო რუსი, ლიტველებს დანახვა არ უნდოდათ რუსების, არც დაგელაპარაკებოდნენ რუსულად არავითარ შემთხვევაში, იცოდა რუსული და არ დაგელაპარაკებოდა.
თქვენ რომ ქართველი იყავით სხვანაირად გექცეოდნენ?
ხო, უფრო კარგად მექცეოდნენ ქათველი, რომ ვიყავი.
თქვენს მეტი იყო კიდე ვინმე ქართველი?
150 კაცი გურჯაანის რაიონიდა წავედით და ყველა მოვხვდით პრიბალტიკაში. ახალი აღებული იყო პრიბალტიკა.
მერე სად იყავით? პრიბალტიკის შემდეგ?
პრიბაალტიკის შემდეგ მე დავიჭერი და მაშინვე ჩავარდი ტყვედ.
და სად იყავით ტყვედ?
გერმანიაში.
სად?
თვითონ რიგაში, შმდეგ პოლონეთში.
ძალიან ძნელი იყო? ძალიან მძიმე პირობები იყო იქ?
მე-5 სართულიდან ყრიდნენ მკვდრებს, სულ რახარუხი გაქონდა ყინულზე.
თქვენ როგორ გადარჩით?
მეც დღეს უფიქრდები მაგას.
ტიფი შემოვიდა, გაჩნდა ტიფი, მე უფიქრდები ახლა და ერთი 100 მეტრზე იყო, ბოდიში თქვენთან და ტუალეტი, რანაირად ჩამოვდიოდი მე-3 სართულიდან 40 სიცხიანი და რანაირად მივდიოდი ტუალეტში, ახლა რომ ვუფიქრდები მიკვირს ძალიან, ჩვენ 8 კაცი ვიყავით ქართველი, ზოგი კახეთიდან იყო თელავიდან, ზოგი სამეგრელოდან იყო და ერთმანეთს ვუწყობდთ ხელს, რა ვიცი, გადავრჩთ რა.
ყველანი გადარჩით?
თითქმის ყველანი, ყველამ მოვიხადეთ ეს ტიფი გარდა ერთი დანელია იყო სამეგრელოდან, ზუგდიდიდან, იმას არ შეხვდა, დანარჩენს ყველას, მაღალ სართულებში, რომ ცხოვრობნენ, როგორ ყრიდნენ, როგორ ყრიდნენ, ვაი, სულ რახარუხი გაქონდა ამ მკვდრებს კაცო.
ავადმყოფობის გარდა, ისე თვითონ როგორ გექცეოდნენ გერმანელები?
ცუდაუდ კაცო.
კლავდნენ ხალხს?
გერმანელები თვითონ იმდენად ცუდად არ გვექცეოდნენ, რამდენდაც შერჩეული ყავდათ რუსებიდან მილიცია.
ა, იმათ მხარეზე იყვნენ?
ხო.
და ისინი რას აკეთებნენ?
მერე ემიგრანტებმა ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქციეს, შალვა მაღლაკელიძე, აქ მოკვდა სხვათა შორის, იმან, კერესელიძემ, ერთი ქალიშვილი ყავდა კერესელიძეს, დათაშკა კავსაძის გუნდში ცეკვავდა, ხო, კიდევ ვინ იყო, ემიგრანტებიდან ბევრი მოდიოდნენ.
პოლონეთში?
პოლონეთში. ბევრი მოდიოდნენ ემიგრანტებიდან და გვაქცევდნენ ხოლმე ყურადღებას.
ასე უშვებდნენ? შეიძლებოდა შემოსვლა თქვენთან?
კი, მაგათ ქონდათ უფლება.
მართლა?
კი, როგორ არა.
ჩვენ არ გვქონდა უფლება გასვლის თორემ, მაგათ ქონდათ უფლება.
შეეძლოთ შემოეტანათ საჭმელი და რაღაცა?
კი ბატონო.
სხვებთანაც მიდიოდნენ? მაგ: რუსებთანაც მიდიოდა ვინმე?
ალბათ რუსებთანაც მიდიოდნენ რუსები. მე პირადად არ მინახავს, მაგრამ ჩვენთან ქართველები მოდიოდნენ, ჩვენ ძალიან ცოტა ვიყავით ქართველები, უფრო მეტი იყვნენ რუსები.
ხო აბა რა იქნებოდა.
როგორ პირობებში იყავით იქ, შიგნით რა ხდებოდა?
ოო, გადასარევი რა პირობები გვქონდა, ერთხელ გვაჭმევდნენ საჭმელს 200 გრ პურს და საღამოს და დილას ჩაის, ხალხი შიმშილმა დახოცა უფრო მეტი, ვიდრე ავადმყოფობამ.
გამუშავებდნენ სადმე?
აბა რა.
რას აკეთებდით?
ძალიან გვეხმარებოდნენ სხვათა შორის ლატვიელები.“ზავოდებში“ ვმუშაობდით, საქონელს რომ აჭმევენ იმის ქარხანა იყო და იმის დამზადებაში გვამუშავებდნენ, ხოდა გვაქცევდნენ ისინი ყურადღებას, ისე სხვათა შორის ბევრმა გერმანელმაც მოგვაქცია ყურადღება, ეხლა მთლად არ შეიძლება, რომ „ყარაულები“, რომ იყვნენ, იყო ასეთი შემთხვევა: მურუსიძე და ბიჭები გაიქცნენ „ლაგერიდან“, ხოდა დაიჭირის მერე ეგენი, ხოდა დახვრიტეს ის ბიჭები და რომ დახვრიტეს მიწა ხომ დააყარეს არა, ეს მურუსიძე მაღლიდან მოხვდა და ეტყობა მსუბუქად მოხვდა მაგას ტყვია და აწია თავი და ამოვიდა, იმ გერმანელს პირველად შეეშინდა, მაგრამ მერე მივიდა გერმანელი, წყალთან მიიყვანა, დაბანა თვითონ და გაღმა გაიყვანა და წადიო ეხლაო უთხრა.
გადარჩა ის კაცი?
გადარჩა.
ბედი ჰქონია.
როგორ გადავჩით არ ვიცი. გამესამედდა ის შენობა.
ომის ბოლომდე იყავით იქ?
სად?
პოლონეთში.
პოლონეთში ბოლომდე ვიყავი.
ომი, რომ დამთავრდა მერე როგორ გაგათავისუფლეს?
ომი, რომ დამთავრდა მერე გამანთავისუფლეს.
რუსებმა?
ხო, რუსებმა.
მერე აქ აღარ დაგიჭირეს?
არა.
თბილისში ჩამოგიყვანეს იქიდან?
არა, მერე ჯარში ვიყავი მე.
რაღა ჯარში იყავით, ომის შემდეგ?
ნუ სამხედრო ჯარში გამიწვიეს ისევ, სხვათა შორის ძალიან ბევრი გააგზავნეს შახტებში, მე შემხვდა თბილისელი სომეხი და რომ წაიკითხა გვარი ჯაფარიძე, მითხრა, რომ მიშა ჯაფარიძეს თუ იცნობო, მიშა ჯაფარიძე ერთი ბიძა მყავს მე უთხარი და იმისი მამაო ყელ-ყურის ექიმი იყოო, მამაჩემის მკვიდრი ბიძაშვილი იყო, დათიკო ჯაფარიძე, სოლოლაკში გიმნაზია ერთად გავათავეთ. ხოდა ესე გადამარჩინა იმ კაცმა, მეო ეხლა შენ ჯარში გაგიშვებო, ხოდა გვარი ვკითხე და არ არის საჭირო იქ შევხვდებითო, ასე რომ ის კაცი დაკარგულია, მე ვერსად ვეღარ შევხვდი.
იმასაც ეშინოდა ალბათ.
ალბათ. ჩემთან იყო კიდევ თენგიზ შავდია, ბერიას ცოლის ძმიშვილი, ყირიმში ჩავარდა.
თქვენთან ერთად პოლონეთში იყო ციხეში?
პოლონეთში იყო.
იმას რა ბედი ეწია? ის გაუშვეს, თუ არა?
არა ის მერე სხვაგან გადაიყვანეს და მაგი მერე ბერიამ თვითმფრინავით ჩამოიყვანა, რა გვარი იყო ისა? განძი, რომ ჩამოგვიტანა? პროფესორმა.
თაყაიშვილი?
თაყაიშვილი. თაყაიშვილი და მაგი ერთად ჩამოიყვანეს.
თბილისში?
მერე ვხვდები თენგიზს მე. მაგენიც მაჩაბელის ქუჩაზე ცხოვრობნენ, ჩვენც მაჩაბელის ქუჩაზე ვცხოვრობდით.
ჯარში რამდენი ხანი იყავით?
ვიყავი 2 წელიწადი. ერთი წელიწადი ვიყავი ომამდე და მერე 45-ში გაგვათავისუფლეს და 46-ში დემობილიზაციით ჩვენს ასაკში გვეკუთვნოდა.
მერე რა გააკეთეთ?
მერე დავამთავრე სუბტროპიკული ფაკულტეტი და ვმუშაობდი სოხუმში, კარგი სახლი მქონდა, კარგი ცოლი მყავდა, კარგი შვილი და ორივე მომიკვდა.
ცოლი იქ შეირთეთ სოხუმში?
კი.
როგორ შეხვდით სოხუმში ერთმანეთს?
ერთად ვმუშაობდით. ინგლისური ენის სპეციალისტი იყო და ჩვენთან იყო თარჯიმნად, მოკლედ ცოლი მომიკლა შევარდნაძემ და ქალიშვილი მომიკლა სააკაშვილმა და ლომაიამ.
ლომაიამ რატომ?
ეს მასწავლებელები სულ ყველა შეყარეს და წერა ჩაატარეს, ხოდა ყველას გამოუცხადეს ორები გაქვთო, მერე ვიწვალეთ და გამოვიტანეთ ეს ნაწერი, არც ხაზი იყო გასმული და არც ხელი იყო მოწერილი, აი ეს გააკეთა ლომაიამ და ჩვენმა პრეზიდენტმა.
ჩვეულებრივ სკოლაში ასწავლიდა? თუ აფხაზეთის სკოლაში?
ჩემი ქალიშვილი იქ რუსულ სკოლაში იყო მასწავლებლად და აქ ქართულ სკოლაში, იქაც უნივერსიტეტი, რომ იყო აფხაზეთის იქ გადაიყვანეს და მერე აქაც სოხუმის უნივერსიტეტში იყო, ხოდა მერე სკლეროზი დაემართა კაცო, გაფანტული სკლეროზი, ჩემი ნათესავი არის პროფესორი გამყრელიძე, მაგრამ თქვა, რომ 2000 ერთი ჩნდენა ასეთი ავადმყოფობაო და ვერ გადავარჩინეთ, ახლა შეუსრულდებოდა 60 წელი.
მაშინ რამდენი წლის იყო?
შარშან გარდაიცვალა. და დავრჩი მე ასე. ერთი რამე მეინც წამომეღო კაცო, არნახული ბიბლიოთეკა მქონდა, ინგლისური წიგნები, ჩვენ არ მოგვიმზადები მაგ ბავშვი ინგლისურში, მე მინდოდა სამედიცინოზე, იმიტომ რომ პეტრე გელბახიანი მამაჩემის მოსწავლე იყო გიმნაზიაში და ამავე დროს იმ კათედრის გამგე იყო და მქონდა შანსი, რომ პეტრე ამას გამიკეთებდა, არ შეუწუხებია მამაჩემს, ამან არ მოინდომა, ინგლისურიო, ინგლისურში ჩვენ არ მოგვიმზადებია, ცოლი კი მყავდა ინგლისურის სპეციალისტი, მაგრამ იმან არ მოამზადა, მაშინ არ ქონდა ამ ინგლისურს იცით გასავალი, ჩამკვდარი იყო, მერე წამოვიდა ეს ინგლისური, ყველა საგანი 5-ზე ჩააბარა, აქ სამოსანი იყო და იქ მერე წითელ დიპლომზე დაამთავრა უნივერსიტეტი, ინგლისური დაამთავრა. ორი ენა იცოდა უცხო: მეგრული და ინგლისური .
თქვენ ხომ მეგრელი არა ხართ? მეუღლე იყო მეგრელი?
მე ვერ ვისწავლე მეგრული. მეუღლე სამეგრელოდან, აბაშიდან იყო, მაგრამ იქაური მაცხოვრებელები იყვნენ, მამაც იქ იყო დაბადებული, სოხუმში. 1893 წელს მეფის რუსეთმა ჩაატარა აღრიცხვა, ქალაქ, დაბა ცხინვალში 3 ოჯახი არის ოსი, დანარჩენი ქართველია, ამ სამი ოჯახიდან ერთი მერე გახდა შანშიაშვილის მეუღლე, სანდრო შანშიაშვილი, რომ იყო, იმის მეუღლე, სოხუმში სამი ადამიანი: ერთი ქალი და ორი კაცი, ცხოვრობდა სოხუმში.
ვინ? ოსი?
არა, სოხუმშიაც ხომ ჩაატარეს, მთელს ამიერკავკასიაში ჩაატარეს და ერთი ქალი და ორი მამაკაცი აღმოჩნდა ეროვნება აფხაზიჩაწერილი.
დანარჩენი ქართველები იყვენენ?
უმეტესობა არ იყო ქართველი, უმეტესობა იყვნენ თურქები, მერე მოდიოდნენ ქართველები, მერე მოდიოდნენ ბერძნები და სომხები ძალიან დიდი ხანი არ არის რაც ჩასახლდნენ აფხაზეთში. ფაქტიურად ოჩამჩირიდან ანაპამდე სულ მთლიანად მაგათი არის. სომხების არის ეს.
ეს ყველაფერი როგორ მოხდა? თქვენ გძნობდით, რომ ეგრე დამთავრდებოდა?
ამას არ მოველოდით, არ მოველოდით ამას კაცო, ეხლა კი უთქვამთ, იქ აფხაზები გვყავდნენ მეზობლები ემუხვარიები, რატო წავიდნენო კაცო? როგორ ვერ შევინახავდითო, რას შემინახავდნენ თვითონ ბოდიში და სოროში იყვნენ შემძვრალი, აქ ქართველებს არაფერი არ გაუკეთებიათ სიგლახის მეტი, გაძარცვეს მთლიანად მთელი ხალხი.
აფხაზები არ გერჩოდნენ?
აფხაზები გაიქცნენ, გუდაუთაში და იმაში წავიდნენ კაცო, სოხუმში აღარავინ აღარ იყო აფხაზი, ერთი ორი ოჯახი თუ იქნებოდა, მეტი არავინ.
ეს მხედრიონი, რომ შემოვიდა მაშინ?
ძალიან ბინძურად მოიქცნენ, ძალიან ბინძურად. არ გინდობდნენ, ქართველს კი არა არავის არ ინდობდნენ. ძალიან ცუდი იყო.
თქვენ როგორ წამოხვედით იქიდან?
ერთი წამოსვლა ხო ჩამოვედით, მერე ისევ დავბრუნდით, დაგვაბრუნა შევარდნაძემ, მეორე წამოსვლაზე, რომ უკვე მოახლოვდნენ ისინი, მეორე წამოსვლაზე ჩემმა მეზობელმა წამომიყვანა გულრიბში.
ქართველმა?
ქართველია ხო, აქ არიან ეხლა. გულრიბში წამომიყვანა და დილას მოვარდა ნათესავი, იმათი ნათესავი და გემი არიაო მოსულიო გულრიბშიო და იძახისო ვისაც გინდათო აბაშიძის დავალებითო წამოდითო, ჩავჯექით ტიტივლები, როგორც ვიყავით ასე და წამოვედით ბათუმში, იმის შემდეგ აქა ვარ.
არაფერი იქიდან არ წამოგიღიათ?
არაფერი, არაფერი არ წამომიღია.
და თქვენ სახლში ეხლა ვინ ცხოვრობს?
აფხაზი არის, იურისტი.
იცნობთ?
არა, ოჩამჩირიდან არის, არ ვიცნობ, მეზობელი კი იყო ჩამოსული, იმას ქმარი აფხაზი ყავდა და ძალიან კარგი ხალხი არიანო და იმათა თქვესო, რომ თუ ჩამოვლიანო აუცილებლად გადავალთო, იმან კარგად იცის, რომ იქ ჩამსვლელი არა ვართ ჩვენ.
თქვენი ნივთები, ან წიგნები, ან რაღაცეები, არაფერი არ მოუციათ?
არა, წიგნები არ მოუციათ, წიგნები ალბათ დამწვარი იქნება, უმეტესობა იყო ქართული, რუსული და ინგლისური.
იქაურობაზე ყველაზემეტად გული რაზე გწყდებათ?
როგორ არ მწყდება, სადა ვცხოვრობ შეხედე, ბოტანიკურ ბაღში ვცხოვრობდი, რომ მოვიდა ალეკო მიქელაძე, პროფესორი, არ ვიყავი სახლში, მომიტანე, მომიტანე სკამიო, დაჯდა სკამზე და გაჰყურებდა ზღვასა და გემებს ისეთ ადგილას ვხოვრობდი, რომ... ახლა თუ გინდა დავბრუნდე, მე იქ დამბრუნებელი არა ვარ, სასფლაო აქა მაქვს და ყველაფერი, ყველა ნათესავი აქ არის, მე იქ აღარავინ აღარა მყავს, რაზე უნდა დავბრუნდე მანდ. ძალიან ცუდად მოიქცა ჯაბა იოსელიანი, ძალიან ცუდად მოიქცა შევარდნაძე, ძალიან მატყუარა კაცია, ფლიდი, გაიძვერა, ხოდა ასე წაგვართვეს აფხაზეთი, მაგრამ მე არ ვიქნები ცოცხალი, გადაჯეგავენ მაგას სომხები, იმიტომ, რომ პროცენტული რაოდენობით ყველაზე მეტი არიან იქ, ყველაზე მეტი არიან ეხლა აფხაზეთში მაგენი.
ეგენი ერთმანეთში როგორ არიან? აფხაზები და სომხები?
სხვათა შორის არ არიან ცუდად, იმიტომ რომ ისინი უფრო ემორჩილებიან, ვიდრე ქართველები, ყველაფერში დამნაშავე ჩვენა ვართ კაცო, ანბანი შეუქმნა მაჭავარიანმა და გეგიამ, რომლებთაც დედა ყავდათ აფხაზი, რა სიმონ ჯანაშია თავს, რომ დებდა აფხაზობაზე არიცოდა, რომ გეგეჩკორიდან იყო მაგისი წინაპარი წამოსული? ძალიან კარგად იცოდა, მაგისი ბაბუა, მაგრამ იმათ ემხრობოდა ძალიან.
თქვენი მეუღლე როდის გარდაიცვალა?
96-ში
რისგან? ავადმყოფობდა?
ამან დააგვიანა კაცო (ქალიშვილზე ამბობს), დააგვიანა, მაშინ ხომ არეულობა იყო, დააგვიანა ამან უნივერსიტეტიდან, ხოდა მერე, რომ მოვიდა ამას გაეხარდა და უცბად დაარტყა წნევამ.
თქვენ რომ თქვით, რომ ჭიათურაში დაიბადეთ, მერე ონში ცხოვრობდით, მერე გურჯაანში, რატომ დადიოდით ასე?
ნუ გადაიყვანეს მამაჩემი.
მამათქვენი მასწავლებელი იყო და ასე ანაწილებდნენ?
პირველი დირექტორი არის მამაჩემი რაჭის მაზრაში, იქ სკოლა არ იყო, რაჭის მაზრის უფროსი, რომ იყო მურუსიძე, იმან მოწერა წერილი, რომ დიდად პატივცემულო ვალერიან სიმონის ძევ, ძალიან გთხოვთო, რომ სკოლა გავხსენითო და რაჭის საზოგადოებამ დაგასახელა დირექტორადო, უნდა ჩამოხვიდეო, მანქანა და ის ხომ არ იყო, ჭიათურაში რაც არ უნდა იყოს, ძალიან ბევრნი იყვნენ გერმანელები, ძალიან ბევრნი იყვნენ ამერიკელები, ინგლისელები, (მარგანეცის გამო) ხოდა მაინც მიატოვა, იპოლიტე ვართაგავა დატოვა მამაჩემმა იქა და თვითონ გადავიდა ონში, მერე როგორც უპარტიო კაცი, არაფრის დიდებით არ შევიდა პარტიაში, გაათავისუფლეს დირექტორობიდან და წამოვედით, წამოვედით და თბილისში არ უნდოდა მაგას და წავედით გურჯაანში, გურჯაანშიაც გაუმართლა მამაჩემს ცეკას უფროსი იყო ჭელიძე, მაგან მანქანა გააჩერა და მამაჩემს უთხრა წადი აქედანო, ეს იყო 37 წელი, წადი აქედანო, და წამოვიდა თბილისში და მერე მაჭავარიანმა აიყვანა ლათინური ენის მასწავლებლად სამედიცინო ინსტიტუტში, აი ეს არის ჩემი ისტორია.
და-ძმები არა გყავთ?
როგორ არა კაცო, ძმა ახალგაზრდა გარდამეცვალა გულით, და ეხლახანს მომიკვდა, 87 წლის, სამნი ვიყავით ორი ძმა და ერთი და.
უმაღლესში როდის ჩააბარეთ?
46-ში
ომის შემდეგ.
რომ ჩამოვედი მაშინ ჩავაბარე.
რატომ ჩააბარეთ სოხუმში და თბილისში რატომ არ ისწავლეთ?
გამანაწილეს, არ მინდოდა კაცო, გამანაწილეს, მე მინდოდა საერთოდ ბათუმში, აჭარაში, არაფრის დიდებით, ვერ მოვახერხე ვერაფრის დიდებით.
სწავლა რატომ გადაწყვიტეთ სუბტროპიკულში? აგრონომია გაინტერესებდათ?
დიდი არაფერი არ მაინტერესებდა მე მარა ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა იყო საკავშირო ინსტიტუტის დირექტორი, ანასეულის ინსტიტუტი თუ იცით?
კი
იმის დირექტორი იყო 23 წელიწადი, ის შემხვდა და იმან მიმიყვანა და და დამსვა, აბა ყველა საგანში 2 მივიღე, რა არის აქ დასამალი 6 წელიწადი ჯარში ვიყავი, ხოდა ჩაგელიშვილი იყო პარტკომი, მამაჩემის ნამოწაფარი და ჩამრიცხეს, დავამთავრე51-ში, ბევრი ვიწვალა, მაგრამ არ გამოვიდა და გამაგზავნეს სოხუმში დაიმ ანასეულის ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში ვმუშაობდი.
და ეგ ინსტიტუტი სად იყო სადაც სწავლობდით?
თბილისში. მე-9 საავადმყოფოსთან, ფაკულტეტი იყო.
ტყვეობამ ხელი არ შეგიშალათ სამსახურის შოვნაში, თუ ნათესაობამ გაჭრა?
არა, არა, მერე აღარ შეუწუხებივარ არავის. ის იყო მარტო, რომ გავიარეთ ფილრტაცია და მერე იმის მერე აღარავის აღარ შეუწუხებივარ. მერე მე თვითონ არ გამოვდიოდი მაინცადამაინც ქალაქში, არ მინდოდა, რომ შევხვედროდი ხალხს და ასე დამთავრდა ჩემი ისტორია.
ომი, რომ დაიწყო როდის წამოხვედით სოხუმიდან? 92-ში ხო? პირველი წამოსვლა როცა იყო.
პირველი წამოსვლა 92-ში წამოვედი. პირველად მაშინ წამოვედით დამერე დავბრუნდით.
მთელი ოჯახით წამოხვედით?
მთელი ოჯახით წამოვედით.
რამდენ ხანში დაბრუნდით?
რამდენ ხანში და მერე ორი თვე იყო, თუ რაღაცა გამოაცხადა შევარდნაძემ და წავედით, მერე შემოვარდნენ რუსები და აფხაზები, ყველას დაგვხვრიტავდნენ, რომ ის გემი არ ყოფილიყო და კიდევ იმას ამტყუნებენ აბაშიძეს კაცო? აბაშიძის დავალებითა ვართო მოსულიო და ვისაც გინდათ წამოდითო და ჩაჯექით სულყველანი კაცო, ამდენი ხალხი ჩავჯექით კაცო, მერე რა პატივი გვცა აბაშიძემ, ის არ დამავიწყდება, საღამოს ჩავედით იქ, პირველ საათზე დაგვხვდნენ, მიგვიყვანეს მწვანე კონცხზე, სანატორიუმში განგვალაგეს და ბოდიში მოგვიხადეს ვერ დაგახვედრეთო ვაღშამიო, მაგრამ დილას გვასაუზმეს, მოკლედ ერთი კვირა ვიყავი და გელაპარაკები სისულელე ვქენი, რომ წამოვედი.
იქ შეეძლოთ დარჩენა?
თავისუფლად შეიძლებოდა დავრჩენილიყავი, რომ დავრჩენილიყავი ესენიც ცოცხალი იქნებოდნენ. იმიტომ რომ ქალაქი პატარა იყო, მერე ინსტიტუტის დირექტორი ახლობელი იყო, იმისი ცოლი ჩემი მეზობელი იყო აფხაზი და მომაქცევდა ის ყურადღებას, გავაკეთე სისულელე.
მაშინვე წამოხვედით ბათუმიდან?
არა, კარგი ერთი კვირა ვიყავით.
მერე თბილისში ჩამოხვედით?
მერე თბილისში ჩამოვედი.
და აქ შემოგასახლეს?
არა, მერე ჩემ დასთან ვცხოვრობდი, მერე ამხანაგი გადმოვიდა მაგისი აქა, ხოდა მოვედი დირექტორთან და ვთხოვე, მერე გავიგე კაცო, მაგას დედა მოუკვდა, ხოდა ბიძინა იაკობაშვილის დისშვილი ყოფილა და იქ არ ვნახე ყველანი ამისი ბიძაშვილები. გადავკოვნეთ, ვნახეთ ერთმანეთი და მაინცდამაინც არ მოკვდა კაცო დირექტორი კაცი, ბედი არა მქონია, ახალგაზრდა ბიჭი სულ.
ამ შენობაში რა იყო მაშინ?
მეშახტეები იყვნენ. სამმართველო იყო. გუჯეჯიანი იყო ამისი უფროსი. ეს არის ჩემი მოკლე ისტორია. ეს არის უბედურება, რომ წერა მეზარება.
უნდა დაწეროთ.
ხო, თორემ ყველაფერს დავწერდი და სულ მეუბნებიან, მაგრამ ვერა, ვერ დავწერე.
აი ჩვენ დავწერთ ეხლა. კიდევ გვითხარით რამე საინტერესო, გაიხსენეთ რაიმე.
რა გინდათ მაგალითად, რაზე გავიხსენო?
ტყვეობაზე, წამოსვლაზე.
ტყვეობაზე რაც გითხარით აი ეს არის და ისე სხვათა შორის ძალიან დიდი ყურადღებას გვაქცევდნენ ქართველი ემიგრანტები.
ახლა გააქვთ ვინმესთან ურთიერთობა, უფრო სწორედ მერე, რომ ჩამოხვედით უკვე საქართველოში, რომ დაბრუნდით ტყვეებთან აღარ გქონიათ ურთიერთობა?
არა, არავისთან.
ისე დარჩნენ იქა, ჩემი ამხანაგები, გივი ფორაქიშვილი დარჩა.
პოლონეთში?
ხო, მერე ამერიკაში წავიდა, თარჯიმანი იყო და ძალიან დიდ პატივსა მცემდნენ.
კიდევ ვინ დარჩა?
ეხლა ერთი კაცი დარჩა ამერიკაში ჩემი ამხანაგი, არის 95 წლის, პეტრე ხვედელიძე, დანარჩენი ამერიკაში ვინც ვიცი, ექიმი იყო გამყრელიძე, მოკვდა, ფორაქიშვილი მოკვდა, კიდევ ვიღაცეები იყვნენ და ყველანი დაიხოცნენ.
ანუ გამოდის, რმ თქვენ დაბრუნდით და ისინი ამერიკაში წავიდნენ?
ისინი პირველად გერმანიაში და საფრანგეთში იყვენენ და მერე წავიდნენ იქა.
ახლა მეც შემეძლო, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ მაგათი მშობლები გადაასახლეს, ჩემსასაც ხომ გადაასახლებდნენ მერე და ამის გულისათვის დავბრუნდი, იმათი მშობლები სულ ყველა გადაასახლეს. სისულელე რა, ყველა ტყვედ ნამყოფი ხალხი, რომლებიც იყვნენ გერმანელები და ისინი, ხომ იყვნენ აქ არა? სულ ყველა გაუშვეს ორი, სამი, ოთხი თვით სანატორიუმებში დასასვენებლად და სტალინმა გაუშვა სულყველანი შახტებში, არავის არ გაუკეთებია იმდენი მტრობა, რამდენიც გაგვიკეთა სტალინმა, საინგილო წაგვართვა, ლაზიკა წაგვართვა, სომხებს მისცა ჩვენი ტერიტორია, აზერბაიჯანელებს მისცა ჩვენი ტერიტორია, მაგაზე დიდი ბოროტება სტალინმა, რომ გაგვიკეთა ჩვენ იმდენი ბოროტება კაცს არ გაუკეთებია ჩვენთვის.
ომის დროს ეგრე ფიქრობდით სტალინზე?
მაგას სულ ვლანძღავდი მე.
მართლა?
ხო, ბოროტი კაცი იყო.
37 წელს რა ხდებოდა შეგიძლიათ გაიხსენოთ?
პროცენტული რაოდენობით, სხვასთან შედარებით 30% არის ქართველი დახვრეტილი და გადასახლებული, არ აპატია სტალინმა ქართველებს ის, რაც გაუკეთეს მაგას და კიდევ მაგის გულისათვის ბავშვები დაიხოცნენ, ყველაზე კარგი იყო ჩვენთან ცეკას მდივანი - მჟავანაძე, რაც არის ეხლა გაკეთებული, მეტრო გინდა, თუ რაც გინდა ყველაფერი გააკეთა იმ კაცმა და დაგვიტოვა, რა გააკეთა შევარდნაძემ? თუ გინდა გამომიყვანე და პირში ვეტყვი მე მაგას, აი დაასახელოს მაგან ერთი ობიექტი, რომელიც მაგან გააკეთა.
ე.ი. რომელ წელს დაიბაეთ?
1921 წლის 2 ნოემბერს. ჭიათურაში.
მამა გიმნაზიის დირექტორი.
კიტა აბაშიძის შემდეგ იყო მამაჩემი.
დედათქვენი?
დედაჩემი იყო მასწავლებელი ჭიათურაში.
დეად რა გვარი იყო?
ვერა გამყრელიძე დავიდოვნა
მამას?
ვალერიან სიმონიჩ
სკოლა სად დაამთავრეთ?
გურჯაანში.
მერე წახვედით ჯარში.
კი ბატონო, 40 წელს წავედი ჯარში. 46-ში ჩამოვედი, ლატვიაში.
რომელ წელს მოხვდით ტყვეობაში?
41-ში, ლიტვაში.
პოლონეთში როდის გადაგიყვანეს?
42-ში.
და 45 წლამდე იქ იყავით. ერთი და იგივე ადგილას. რომელ ქალაქში?
კრუშინა, კრაკოვის ის არის, კრაკოვი ქალაქი და კრუშინა სოფელი.
პოლონელები კარგად გექცეოდნენ?
კი, კი, კი.
იქ ვმუშაობდით ქარხანაში.
კი, რაშიდაცდაჭირდებოდათ, გაგვიყვანდნენ-ხოლმე.
45 წელს დაბრუნდით თბილისში და მერე ჯარში
46-ში დავბრუნდი თბილისში
ტყვეობის შემდეგ ჯარში სად წაგიყვანეს?
ტყვეობის შემდეგ უნგრეთში. გრაფ ზიჩის სასახლეს ვყარაულობდით. რა სურათები ეყარა „დურაკი“, „დურაკი“, მეტრიანი სურათები კაცო, მეტრიანი სურათები, გრაფი, რომ გაუძარცვიათ ჩარჩოები წაუღიათ და ეს სურათები კიდევ ეყარა, მერე იმ ქალმა მთხოვა მე და მივეცი სხვათა შორის ეს სურათები, რა ვიცოდი თუ ასეთი რამე იყო, ორი ცალი, რომ წამომეღო მეტი არ მინდოდა მეტრიანები ყველა, თვითონ ეს ეკლესია, პური სადაც იყო გრაფი იყო ზიჩი, იმისი იყო, ორსართულიანი სახლი ქონდა ამ მუშებს ყველას ქონდა დაბალი სახლები, მაგრამ ყველას ქონდა 5,4,3 სამზე ნაკლები არავის არ ქონია ოთახი და მე და ჩემი ამახანი ერთად სადაც ვცხოვრობდით იმ კაცს ქონდა 5 ოთახიანი და ერთი ოთახი ჩვენ გვქონდა. ჭამა და სმა ამ კაცის იყო. მერე როცა პურის მარცვალი წამოიღეს იქიდან მაშინ წამომიყვანეს ისევ ნაწილში.
სასოფლოში როდის ჩააბარეთ?
46-ში, 51-ში დავამთავრე.
და პირდაპირ სოხუმში წახვედით?
კი.
მუშაობდით?
ჩაისა და სუბტროპიკულ ანასეულის ინსტიტუტის ფილიალში, ასეთი ინსტიტუტი არის სამი საბჭოთა კავშირში, ჩაის აქ არის საქართველოში, შაქარზე არის უკრაინაში და მარცვალზე, პურის მარცვალზე ციმბირში, ეს სამი არის საბჭოთა კავშირის მაშტაბით.
ბოტანიკურ ბაღში რატომ ცხოვრობდით?
ჩვენ ერთად ვიყავით, ბოტანიკური ბაღი და ჩვენ ერთ შენობაში ვიყავით.
აა
წინ ვიყავით ჩვენ და უკან მოშენებული იყო ბოტანიკური ბაღი, ხოდა ამიტომ მოვხვდით ჩვენ და შენობები გვქონდა ბოტანიკურ ბაღში ჩვენ.
რომელ წელს დაქორწინდით?
52-ში
რა ერქვა თქვენს მეუღლეს?
გოჩალეიშვილი ლიანა კალისტრატოვნა.
ინგლისურის მასწავლებელი.
დიახ. ასწავლიდა რუსულ სკოლაში.
თქვენი ქალიშვილი რომელ წელს დაიბადა?
53-ში
რა ერქვა?
მარინა.
და ისიც იყო ინგლისურის მასწავლებელი.
ინგლისურის მასწავლებელი იყო მე-2 რუსულ სკოლაში.
იქ დაამთავრა უმაღლესი, თუ თბილისში?
სოხუმში.
აქ რომ ჩამოხვედით აღარ გიმუშავიათ?
აქ მე კი არა თქვენ არა გაქვსთ სამუშაო.
მეუღლე რომელ წელს გარდაიცვალა?
96-ში
ქალიშვილი შარშან?
შარშან 2012-ში.
რაიმე დოკუმენტები ხომ არა გაქვთ, ან სურათები?
არა, არაფერი არ წამოგვიღია, ყველაფერი დავტოვეთ.
ძალიან დიდი მადლობა
სიმონ ჯაფარიძე II შეხვედრა - 16/05/2013
ახლა კიდევ ერთხელმოგვიყვევით, გამახსენდა კიდევ რაღაცეებიო და გახსოვთ რისი თქმაც გსურდათ?
რა გინდათ თქვენ? რა საკითხზე?
ჩვენ გვაინტერესებს ტყვეობის პერიოდში რა ხდებოდა თქვენს ირგვლივ.
იმასგამახსენებ და რაც გინდა ის მითხარი. რა ხდებოდა და ერთხელ გვაჭმმევდნენ საჭმელს. სტალინი არ შევიდა წითელ ჯვარში, ხოდა გვექცეოდნენ ძალიან ცუდად, იმიტომ, რომ იქაური ტყვეები აქ, რომ იყვნენ ჩვენთან, იმათ წითელი ჯვარი ხელმძღვანელობდა, არა სტალინი, ეს არ შევიდა წითელ ჯვარში და გვექეოდნენ ძალიან ცუდად, ძალიან ცუდად.
რამდენი იყავით ოთახში? როგორი იყო შეგიძლიათ მოყვეთ?
როგორ იყო იცი, კიბე, რომ ამოდის, მეორე საწოლი რაღაცნაირად გავაკეთეთ და ერთი ექვსი კაცი ვიყავით, ერთი თოდუა იყო, თელავიდან იყვნენ ორნი, მე ვიყავი, ერთი იყო ელიზბარაშვილი წყნეთის ქვემოთ, რომ არის, ბაგებიდან, ჩემო ბატონო.
მთელი დღე რას აკეთებდით?
სამუშაოდ გავყავდით ვისაც შეეძლო.
ტყვედ როგორ ჩავარდით? როგორ დაიწყო ყველაფერი, შემოსვლა როგორ დაიწყო გერმანელების?
4 სთ-სა და 15 წთ-ზე გახსნეს ცეცხლი, ზუსტად 4 სთ-სა და 15 წთ-ზე გახსნეს ცეცხლი და ე.ი. როგორც სეტყვა, ისე მოდიოდა ტყვიები, ნათამაშები ვიყავით ბურთითა და იმით და იმდენად დაღლილები ვიყავით, რომ ზოგი პერანგის სამარა, ზოგი რა ვიცი, ეს აფიცრები ყველა გაიქცნენ, ცოლები დატოვეს, შვილები დატოვეს, ყვიროდნენ საწყალი ქალები, ტიროდნენ ბავშვები და ესენი გაიქცნენ.
შემოსვლის დროს დაიღუპა ხალხი?
კი, დაიღუპნენ, ბიჭები დაიღუპნენ ბევრი და პრიბალტიკაში ვინც ვიყავით, სულ ყველა ჩავარდით ტყვედ, სულ ყველა, იმიტომ რომ მაგათ უკვე „დისანტნი“ გადასცეს უკრაინაში და იმაში გერმანელებმა და მაგრათ წავიდნენ წინ, ბოდიშს ვითხოვ და ერთი ნაგავი იყო ორივე, სტალინიც და გიტლერიც, მაგრამ ცხოვრება იმათ კარგი ქონდათ, იქ ვერ ნახავდი ღარიბს, ვერავითარ შემთხვევაში.
თქვენ თქვენი თვალით ნახეთ, თუ სხვისი მონაყოლი იცით გერმანელებზე, იქ რომ ღარიბი არავინ არ იყო?
არა გერმანიაში ვერავის ვერ ნახავდი ღარიბს.
თქვენ ნახეთ?
როგორ არა, კი აღორძინებლი იყო, გერმანელები მიუხედავად იმისა, რომ ასე იყვნენ, როდესაც შევიდნენ სკანდინავიის ქვეყნებში გაგიჟდნენ, ე.ი. არ გაუსროლიათ, ისეთი სიკოხტავე და ის, რომ ნახეს იქა, ყველაზე ჩაოხრებული ვიყავით ჩვენ.
თქვენ, რომ ყვებით კიბის თავზე ვცხოვრობდითო ექვსი კაციო და დღეში ერთხელ გაჭმევდნენ, რას გაჭმევდნენ?
რას მაჭნევდნენ და სუკის ნაჭრებს (იცინის), რას მაჭმევდნენ, რა უნდა ეჭმიათ, აღარც მახსოვს რას მაჭმევდნენ.
მერე დილით მიდიოდით სამუშაოზე, მერე მოდიოდით და მერე ჭამდით, თუ იქ გაჭმევდნენ?
ხო, რომ მოვდიოდით მერე, ისინიც გვეხმარებოდნენ ხანდახან, ლიტველები და ლატვიელები.
როგორ გეხმარებოდნენ?
ჩვენ მაგალითად „ჟმიხა“, რომ იყო, „ჟმიხა“, საქონელს, რომ აჭმევდნენიმის იმაში ვმუშაობდით და იმასაც ვჭამდით ხოლმე.
თავიდან ლატვიაში იყავით, ხომ სწორია?
თავიდან ლატვიაში ვიყავი, ჩავარდით ლიტვაში, არა, ლიტვაში ვიყავით თავიდან და ლატვიაში ჩავარდით. იქიდან სირბილით წამოვედით იქამდე, იქიდანაც გვაწვებოდნენ და აქედანაც და..
მერე?
მერე ვიყავი რიგაში, „კონცლაგერში“.
რამდენი ხანი?
უი მე, რამდენი ვინ დათვლიდა კაცო, რუსები ცალკე უკრაინელები ცალკე, ჩვენ ცალკე, სომხები ცალკე.
მერე?
მერე ემიგრანტები მოგვეხმარნენ და სხვა „ლაგერში“ გადაგვიყვანეს.
მეორე „ლაგერი“ სად იყო?
ნუ იქვე იყო.
იქ უკეთესი იყო?
ხო
რატომ?
მაღლაკელიძე და ისინი ჩაუდგნენ სათავეში და გვეხმარებოდნენ ძალიან, ხოდა იქით გადაგვიყვანეს.
იმ ჯარში არ ყოფილხართ, გერმანელების მხარეზე, რომ იყო ქართული ჯარი?
არა, არა იმაში არ ვყოფილვარ.
არც არავის არ იცნობდით იმათგან?
არა, კი როგორ არა.
შემოგთავაზეს იმ ლეგიონსი მსახურობა, თუ არა?
არა, არა არვის არ შემოუთავაზებია.
აბა საიდან იცოდით მათი არსებობა?
ააა, ლეგიონში, კი შემომთავაზეს, გივი გაბლიანი იყო, მოკვდა საწყალი ამერიკაში, დარჩა ორი ქალიშვილი და მგონი ერთი ბიჭი.
თქვენც შემოგთავაზეს?
არა ჩვენამდე არ მოსულან, უფრო მეტად ლიტვიდან გაიყვანეს ხალხი.
კარგით, შემდეგ გადაგიყვანეს ლიტვის მეორე ბანაკში, იქ უკეთესი პირობები იყო?
უფრო ყურადღებით იყვნენ, როდესაც ჩაერივნენ ჩვენი ემიგრანტები, მაშინ უკეთესი მდგომარეობა გვქონდა.
გერმანელები როგორ გექცეოდნენ?
რა ვიცი, როგორც პატიმრები ისე ვიყავით. ზოგიერთი გერმანელი კარგად გვექცეოდა, ზოგიერთი ძალიან ცუდად.
თქვენც ბანაკშიც იყო ეს დამსჯელი ოპერაციები რაც იყო სხვაგან? წამების ფაქტები?
კი, ერთხელ ვერ წავედით ჩვენ: მე, მაისურაძე და ფირცხალაური, არ დაგვიჭირეს, ახლაც მტკივა წელი, თხუტმეტსმარტყავდნენ დილას, ათს საღამოს.
რას?
რას და რეზინის დუბინკებს. აი ახლაც მტკივა, ახლა უფრო მეტი გამოყო თავი.
სხვანაირად არ ისჯებოდით?
ვაი მაგათი, რად გინდათ ამას, რომ იხსენებთ კაცო?
ქართველი ემიგრანტები ვინ იყვნენ, აი გამრეკელი ახსენეთ თქვენ? იქ რატომ ცხოვრობდნენ?
არა უფრო მეტი პარიზიდან იყო.
პარიზიდან ჩამოდიოდნენ?
აბა როგორ. აი მაგალითად სალომეს მამა, ზურაბიშვილის, იქიდან იყო ჩამოსული, მაღლაკელიძე გერმანიიდან იყო, ჩემო ბატონო, გვარები აღარ მახსოვს.
რატომ ჩამოდიოდნენ, იცოდნენ, რომ იქ ქართველები იყვნენ?
ხო, ქართველები არიანო და გვნახულობდნენ.
მათ რა ურთიერთობა ქონდათ ამ გერმანელებთან?
ძალიან დიდ პატივსა სცემდნენ გერმანელები, ძალიან დიდს. სხვა რა გინდათ?
კიდევ რა გახსენდებათ ისეთი, რომლის მოყოლაც ღირს და სხვამ არ იცის, ჩვენ გინდათ, რომ გვითხრათ.
ბევრი არაფერი დამვიწყებია მე, მაგრამ კარგი არაფერი არ გვინახავს. ისე მაგალითად, როცა ჩვენები შემოვიდნენ და იმათ ჩავუვარდით ძალიან დიდი პატივი მცა ერთ-ერთმა სომეხმა, რომელიც აქედან იყო, თბილისიდან იყო, არც გვარი მითხრა არც სახელი, მხოლოდ მითხრა მიშა ჯაფარიძეს თუ იცნობდიო და მე ვუთხარი, როგორ არ ვიცნობდი-თქო, ყელ-ყურის ექიმი იყოო იმის მამაოო, კი მე ვუთხარი, ნამდვილად ბიძაშვილები ვართ მე ვუთხარი, ერთად ვსწავლობდით და გიმნაზია ერთად დავამთავრეთო სოლოლაკში, რომ ჩამოვედით ბიძაჩემს ვუთხარი, რავიცი, სულ ყველა სომხები სწავლობდნენ და მე რა ვიცი, რომელი გვარის იყოო.
და პატივი როგორ გცათ?
პატივი იმით მცა, რომ არ გამიშვა ჩიტაში და გამიშვა ჯარში, ჯარშიგამიშვა და ვიყავი „ვენგრიაში“.
უნგრეთში.
„ვენგრიაში“ ვიყავით და „ვყარაულობდით“ გრაფ ზიჩის წართმეული პურის მარცვალს, მაგრამ მე სულელმა კაცო იმდენი სურათები ეყარა სულ მეტრიანები, ჩარჩოები დაუმტევრიათ და ტილოები ეყარა, ხეებისაგან, ჩარჩოებისაგან გაუკეათებიათ ჩასადები, ჩაყარეს იმაში ტანისამოსი და რაღაცეები რაც წაართვეს ამ გრაფს და წაიღეს და ეს პურის მარცვალი სახელმწიფომ ჩაიბარა. აი ეს ცხოვრება მქონდა, ბევრი დარჩნენ, მაგრამ მათი მშობლები გადაასახლეს, გივი ფორაქიშვილი მაგალითად დარჩა, გერმანული კარგად იცოდა, ეხლა არის ერთადერთი კაცი ამერიკაში დარჩენილი, პეტრე ხვედელიძე.
თქვენ იცით გერმანული?
გერმანული კი არა ქართული დამავიწყდა. (იცინის)
დიდი მადლობა.